შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ.ვიცი,რომ ე.წ. მშრალი ყინული,არის მყარი ნახშირორჟანგი,მაინტერესებს,რატომ წვავს ის ადამიანის ამა თუ იმ ორგანოს?
გიორგი გაგუა

პასუხი:.

თქვენ მართალი ბრძანდებით. მშრალი ყინულის სახელით მოიხსენიებენ გამყარებულ ნახშირორჟანგს. გამყარება წარმოებს კრიოგენულად ანუ სითბოს ართმევით (-78°C). მყარი ნახშირორჟანგი −56.4°C-ზე (5.13 ატმ წნევაზე)იწყებს აირად მდგომარეობაში დაბრუნებას და სუბლიმირებს. სუბლიმაცია ნიშნავს მყარი ნაერთის გადასვლას აირადში თხევადი მდგომარეობის გავლის გერეშე.



მისი კანზე დიდ ხნით მოქმედება იწვევს ქსოვილის მოყინვას, ვინაიდან აორთქლებისას სხეულს ართმევს დიდი რაოდენობით სითბოს. მოყინვა საკმაოდ მძიმე დაავადებაა და გამოვლინდება ქსოვილის შესივებით, ფერის ცვლილებით, დაწყლულებით, რასაც თან ახლავს არასასიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა ტკივილი, წვა და ა.შ.



ამიტომ, მშრალ ყინულთან ურთიერთობისას აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვა.



შეკითხვას პასუხობს პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი