შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
რა კატეგორიას ( ტიპებს ) მიეკუთვნება ჩერიომუხა 10 და სიესი CS ჩერიომუხა 10. სიესი CS 21 საუკუნეში ნებადართულია მისი გამოყენება დემონტრანტების წინააღმდეგ ? ინტერნეტში წერია რომ სხვებთან შედარებით სიესი არის ყველაზე ნაკლებად ტოქსიკური გაზი და სწორედაც ამის გამო მრავალ ქვეყანაში იყენებს პოლიცია და სიმართლეს შეესაბამება რაც წერია სიესის ნაკლებად ტოქსიკურობაზე ? და მართლა პირპილის სუნი აქვს ასევე მაენტერესებს ქლორპიკრინი რა ნივთიერებაა და რამდენად საშიშია იგი ? ქლორპიკრინგზე ინტერნეტში ურთიერთ გამომრიცხავი რამ წერია ერთ საიტზე მაგალითად ქლორპიკრინს ძლიერ ცრემსადენ და ძლიერ მომწამლავ ნივთიეერებად არის მოხსენიებული ხოლო მეორეზე პირიქით არაეფექტურ და უსაფრთხო ნივთიერებად არის მოხსენიებული ... რამდენად საშიშია ადამიანისთვის ეს 3 ნივთიერება ? და რას შეიცავენ მადლობთ წინასწარ სახელი:გიორგი მაისურაძე
პასუხი:.
ჩერიომუხა 10 და სიესი CS ორივე მიეკუთვნება ლაკრიმატორების (ცრემლმდენ გაზებს). ქიმიური სტრუქტურა განსხვავებული აქვთ. ლაკრიმატორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, არ უნდა იქვევდნენ სიკვდილიანობას. ჩერიომუხა ერთ-ერთი პირველი ცრემლდენი გაზია. იგი დღეისათვის პრაქტიკულად აღარ გამოიყენება შედარებით უფრო ნაკლებ ტოქსიკური თვისებების მქონე სხვა ლაკრიმატორებით, როგორიცაა მაგალითად CS, CR, OC, PAVA ხდება ჩანაცვლება.
CS ნამდვილად აქვს პილპილის მსაგვსი სუნი და გამოიყენება პოლიციის მიერ.
ქლორპიკრინიც წარმოადგენს ლაკრიმატორს, მაგრამ მას ძლიერი მომწავლელი თვისებებიც გააჩნია. ამიტომ იგი ძირითადად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში და სანიტარული სამსახურების მიერ დერატიზაციისათვის (მღრნელების გასანადგურებად). დიდი რაოდენობით მისი მოქმედება აღიზიანებს ბრონქებს და იწვევს ფილტვების შეშუპებას. კანზე მოხვედრისას კი აზიანებს მას.
შეკითხვას პასუხობს:www.chemistry.ge