შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობათ!მოკლედ ამ ვიდეოში ჯარისკაცი 9 აპრილს გამოყენებულ ქიმიური იარაღის სახელწოდებას და ქიმიური ფორმულაზე ყვება .
მე მაენტერესებს !!!
1 ) ქიმიური იარაღის დასახელება
2 ) ქიმიური ფორმულის დასახელება
3 ) რა ემართებათ ადამიანს ამ იარაღის ზემოქმედების შედეგად .
რუსული ძალიან ცუდად ვიცი და ამიტომ გაწუხებთ ძალიან მაენტერესებს რას ყვება ეგ ჯარისკაცი .
გიორგი მაისურაძე
პასუხი:.
არსებობს რამდენიმე სახის (გამაღიზიანებელი, მომწავლელი, ნერვულ-მაპალარიზებელი და ა.შ.) ქიმიური იარაღი. მათი მოქმედების პრინციპი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
გამაღიზიანებელი (მაგალითად ცრემლდენი) იარაღი შედარებით ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა და მისი გამოყენება მიზნად ისახავს აიძულოს მოწინააღმდეგე დატოვოს დაგაზიანების არეალი. მას როგორც წესი მიტინგების დაშლისათვის იყენებს პოლიცია. ამ ტიპის იარაღი არ არის გათვლილი მოწინააღმდეგის განადგურებაზე - სიცოცხლის მოსპობაზე. დაგაზიანების არეალიდან მოშორების შემდეგ ადამიანი მალე აღიდგენს პირვანდელ ფორმას, და როგორც წესი, მოწავბლა კვალს არ ტოვებს.
მომწავლელი იარაღის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის განადგურება ან მწყობრიდან გამოყვანა. დაზიანების სირთულე დამოკიდებულია გამოყენებული იარაღის ტოქსიკურობაზე და მოწავლის ხარისხზე (მაგ. რამდენ ხანს იმყოფება ადამიანი დაგაზიანებულ არეალში). ამ ტიპის იარაღის გამოყენება საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია.
უფრო ძლიერი და "მრავალფეროვანი" ზემოქმედებით ხასიათდებიან ნერვულ-მაპარალიზებელი გაზები, რომელთა დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია ან დროებითი მწყობრიდან გამოყვანა. აღნიშნული გაზები ძლიერ ტოქსიკური ნაერთებია არიან და ამიტომ მცირე კონცენტრაციებიც ძლიერ შედეგებს იწვევენ. მათი გამოყენებაც ასევე აკრძალულია საერთაშორისო კონვეციებით.
რაც შეეხება ინტერვიუს, სწორედ ამ ტიპის მომწავლელ გაზზე საუბრობს ინტერვიუერი ინტერვიუს დასაწყისში, თუმცა მას ქიმიურ იარაღად არ თვლის (რაც შეცდომაა) და აცხადებს, რომ "ასევე იყო ქიმიური იარაღიც" გამოყენებულიო. ცხადია, შესაძლებელია სხვა იარაღიც ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ყველა მათგანი ქიმიურ იარაღს განეკუთვნება.
ქიმიური იარაღის ფორმულების უმეტესობა გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ ისინი მოიცავენ ჰალოგენების და/ან ფოსფორის ატომებს.
შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge