შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
როგორ შეიცვლება წყლის გაყინვის ტემპერატურა წნევის გაზრდით?მერაბ გზირიშვილი
პასუხი:.
წნევის გავლენა ლღობის ტემტერატურაზე ჯერ კიდევ 1826 წელს შენიშნა პერკინმა. 1100 ატმოსფეროზე ძმარმჟავის შეკუმვით ზმარმჟავამ კრისტალური მდგომარეობა მიიღო. მას შემდეგ არაერთმა მკვლევარმა სცადა ეპოვა წნევასა და ლღობის ტემპერატურას შორის დამოკიდებულება, როგორც თეორიული, ისე ექპერიმენტალური თვალსაზრისით. ერთ-ერთი ასეთი პირველი დამოკიდებულება ატარებს კლაუზიუს-კლაპეირონის სახელს და შემდეგი სახით გამოისახება:dP/dT=δHf/T(V1-V2)=δS/δV.
სადაც p არის წნევა, T - ტემპერატურა, V1 - მოცულობა თხევად მდგომარეობაში, V2 - მოცულობა მყარ მდგომარეობაში, S - ენტროპია, Hf - ლღობის ფარული სითბო.
მოცემული ფორმულიდან გამომდინარეობს, რომ წნევის გაზრდით ლღობის ტემპერატურაც გაიზრდება, თუ მასალის გალღობისას მისი მოცულობა იზრდება (V1 > V2), და შემცირდება, თუ მოცულობა მცირდება (V1 < V2).
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი