შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

1. რა განაპირობებს პირიდინის მოლეკულაში არომატულობას და როგორ იქნმნება 6 ელექტრონიანი სისტემა?( ეს ელექტრონები საიდან მიიღება?)

2. რატომ არის მეზომერული ეფექტის გავლენა უფრო ძლიერი, ვიდრე ინდუქციურისა?
მარიამი

პასუხი:.

პირიდინი არის არომატული ნაერთი ჰიუკელის კრიტერიუმის თანახმად, ვინაიდან ციკლის ატომები (5 ნახშირბად და ერთი აზოტის ატომი) ერთ სიბრტყეშია განლაგებული და მოიცავს 6 π-ელექტრონს (π-სექსტეტს). π-სექსტეტის წარმოქმნაში მონაწილეობს 5 ნახშირბადის ხუთი და აზოტის ერთი p-ელექტრონი. აზოტის ატომთან დარჩენილი 2 p-ელექტრონი რჩება თავისუფალი ელექტრონული წყვილის სახით, რომელიც განთავსდება იმავე სიბრტყეში და ადვილად შედის მეზომერიაში.




შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge