შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გთხოვთ მიპასუხოთ საპნის მისაგებად 1 ლიტრ ზეთზე რამდენი გრამი ნატრიუმის ჰიდროქსიდი დამჭირდება, გმადლობთ.
ანა ლომიძე

პასუხი:.

ამისათვის საჭიროა ე.წ. შესაპნის რიცხვის ცოდნა. შესაპნის რიცხვი არის კალიუმის ტუტის რაოდენობა მილიგრამებში, რომელიც საჭიროა 1 გრამი ცხიმის შესაპნისათვის (ჰიდროლიზი და თავისუფალი მჟავების ნეიტრალიზაცია). შესაპნის რიცხვის მნიშვნელობა სხვადასხვა ცხიმისათვის შეგიძლიათ მოიძიოთ საცნობარო მასალაში.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. საპნის კალკულატორები და მათი ონ-ლაინ ვერსიები: კალკულატორი




შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge