შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
წინასწარ გიხდით მადლობას. მაინტერესებს რისგან შედგება კატალიზატორი და როგორ ხდება მისი გამოდნობა.მე როგორც ვიცი შეიცავს პლატინას.გიორგი ალექსაშვილი
პასუხი:.
თანამედროვე ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნები ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვ აირებზე საკმაოდ გამკაცრებულია. ამიტომ ავტომწარმოებლებმა შეიმუშავეს სპეციალური კატალიზური სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს გამონაბოლქვ აირებში მავნე გაზების (ნახშრბადის მონოქსიდი, აზოტის ოქსიდები) გარდაქმნას შედარებით უვნებელ გაზებში. კატალიზატორებად გამოყენებულია მრავალკომპონენტიანი სისტემები, რომლიც მოიცავს ძვირფასს მეტალებსაც (მაგ. პალადიუმს). მრავალკომპონენტიანი სისტემებიდან ერთი რომელიმე მეტალის ინდივიდუალური სახით გამოყოფა საკმაოდ რთული პროცედურაა და მოითხოვს ქიმიურ გადამუშავებას. მარტო "გამოდნობით" შედეგი არ მიიღწევა.შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge