შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მაინტერესებს რა გამოყენება აქვს (რა მიზნით გამოიყენებენ) მყარ ნახშირორჟანგს, იგივე მშრალ ყინულს?
კესო კირვალიძე

პასუხი:.

მშრალი ყინული ძირითადად გამოიყენება გამაცივებელ აგენტად კვების პროდუქტების შესანახად, ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ა.შ. მას, როგორც გამაცივებელ აგენტს, იყენებენ მაშინ, როდესაც მექანიკური გაცივება (მაგ. მაცივარში მოთავსება) შეუძლებელია. მშრალი ყინული აქროლებას (სუბლიმაციას) იწყებს -78,5°C-ზე. აღსანიშნავია, რომ მშრალი ყინული გათბობისას არ ლღვება, თხევადი ფაზის გავლის გარეშე გადადის გაზურ მდგომარეობაში. ამიტომ, მისი საშუალებით შესაძლებელია გავაცივოთ ნებისმიერი კვების პროდუქტი - გამაცივებელი აგენტი მას არ "დაასველებს".

შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge