შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
დაახლოებით რამდენი აზოტის მოლეკულა მოდის ერთ მოლეკულა ჟანგბადზე ჰაერში? როგორ გამოვთვალოთ?მერაბ გზირიშვილი
პასუხი:.
ჰაერში აზოტის შემცველობა 78%-ის, ხოლო ჟანგბადის კი 21% -ის ტოლად არის მიჩნეული საშუალოდ. ორივე მათგანი გაზს წარმოადგენს. ერთი მოლი გაზი იკავებს 22.4 ლიტრ მოცულობას ნორმალურ პირობებში. ერთი მოლი ნივთიერება კი შედგება ავოგადროს რიცხვის ტოლი მოლეკულებისაგან...ახლა ჯერი თქვენზეა. ამოცანის ამოსახსნელად მარტივი არითმეტიკის მოშველიება გჭირდებათ.
შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge