შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ, მოცემულია გარდაქმნები.
2CuS + 3O2= 2CuO + SO2
2 SO2 + O2=2SO3
SO3 + H2O=H2SO4
ვთქვათ გვეკითხებიან რა მასის სპილენძის სულფიდია საჭირო რაღაც განსაღვრული მასის გოგირდმჟავას მისაღებად და ამასთანავე, გვეუბნებიან, რომ წარმოების დანაკარგებია 4%.უნდა გავითვალისწინოთ თუ არა წარმოების დანაკარგები თითოეულ ეტაპზე?
მერაბ გზირიშვილი

პასუხი:.

მოცემული რეაქციები გოგირდჟავას წარმოების სხვადასხვა სტადიებია. თუ საწარმოოს ძირითადი პროდუქტი არის გოგირმჟავა, მაშინ ამოცანის პირობაში საერთო დანაკარგს გულისხმობენ და არა თითოეული სტადიის.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი