საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია RMG Gold-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში სტუ-ს სტუდენტებს დაენიშნათ სტიპენდია. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კომპანი RMG Gold-ის სტიპენდიანტი სოფო გელოვანი



 

სოფო გელოვანი -RMG Gold-ის სტიპენდიანტი

-გამარჯობა სოფო.

-გამარჯობა

 

-როგორც ვიცი chemistry.ge-ს აქტიური მომხმარებელი ხარ და შესაბამისად ისიც იცით, რომ ასოციაცის კვირის სტუმრის რუბრიკაში პროფესორებსა და მეცნიერებთან ერთად, უკვე წარმატებული სტუდენტებთან და მოსწავლეებთანაც დავიწყეთ ინტერვიუების განთავსება. როგორ შეაფასებ ამ ნაბიჯს?

- საკამოდ კარგად, რადგან მსგავსი აქტივობა სხვა ორგანიზაციებში არ ხდება. ამ რუბრიკის საშუალებით სტუდენტებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება ეძლევათ.

 

- სოფო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კურსის წარმატებული სტუდენტი ხარ. ამავდროულად გახდი RMG Gold-ის სტიპენდიატიც. შეგიძლია გვესაუბრო ამ თემაზე?

- დიახ, გავხდი სტიპენდიანტი ძალიან გამიხარდა, სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ეჭვი მეპარებოდა, რადგან საკმაოდ დიდი კონკურსი იყო და სტიპენდიის მიღების ყველას მაღალი შესაძლებლობა ჰქონდა. გამიხარდა ის ფაქტიც, რომ ჩემთან ერთად ჩვენი ფაკულტეტის კიდევ ორი სტუდენტი გახდა სტიპენდიანტი.

 

-რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიეს სტიპენდიანტები?

-კონკურში 50-მდე ბავშვი ვმონაწილეობდით, თუმცა მხოლოდ 11 სტუდენტი შეარჩიეს. ჩემი აზრით, აქტიურობისა და მაღალი ნიშნების გარდა უპირატესობას ანიჭებდნენ უცხო ენების ცოდნასაც.

 

- შენს გარდა კიდევ რამდენი სტუდენტი დაფინანსდა სტიპენდიით?

- სხვადასხვა ფაკულტეტიდან სულ შეირჩა 11 სტუდენტი, ჩვენი ფაკულტეტიდან აირჩიეს სამი სტუდენტი. აგრეთვე სტიპენდიანტები დაუნიშნეს სამთო -გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებსაც.

 

-შენი აზრით მომავალში როგორ გაგრძელდება შენი და კომპანია RMG Gold-ის შორის თანამშრომლობა?

-სიმართლე გითხრათ ამ თემაზე ჯერ არ დავფიქრებულვარ, მაგრამ მიმაჩნია რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ჩემს პროფესიულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

-სხვა პროექტებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

-სკოლის პერიოდიდან მოყოლებული საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის პროექტში. უნივერსიტეტში ჩაბარების მერე გავხდი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ასევე აქტიურად ვმონაწილეობ პროექტ-„შეიყვარე პროფესია შეაყვარე სხვას“ განვითარებაში, ვმონაწილეობდი სამეცნიერო პიკნიკებში და სხვადასხვა ღონისძიებებში.

 

- რა მიზნები გაქვს მომავალში?

- ამ ეტაპზე მიზნად მაქვს ბაკალავრიატის წარმატებულად დასრულება და მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩაბარება. მინდა გამოვიდე ხარისხიანი და კარგი ქიმიის სპეციალისტი.

 

-და ბოლოს , როგორ შეაფასებ chemistry.ge აქტივობებს? რამდენად სასარგებლოა სტუდენტებისთვის?

-ვფიქრობ რომ, სტუდენტებისათვის საკმაოდ სასარგებლო საიტია, რადგან მათ აძლევს ყველანაირ ინფორმაციას, ხელს უწყობს მათ ჩართულობას და აქტიურობას.

 

- დიდი მადლობა !

- მადლობა თქვენ!


RMG Gold სოფო გელოვანს აჯილდოვებს სერტიფიკატითა და სტიპენდიით.

 

 

ესაუბრა იბრაგიმ მამედოვი

2018-02-05

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას