პროექტი "ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი"

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია ქიმიის მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრების ჩატარებით ექსპერიმენტის (ლაბორატორიული) ტექნიკაში, ცოდნის ტრანსფერსა და ციფრული (ინფორმაციული და საკომუნიკაციო) ტექნოლოგიების გამოყენებაში; ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნა დარგის პოპულარიზაციისა და ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაძლიერების მიზნით.

 

პროექტის ძირითადი ამოცანებია:

  • საქართველოს თორმეტივე რეგიონში ქიმიის მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სამ ეტაპად.
  • პირველი ეტაპის სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემატიკა იქნება ქიმიური ექსპერიმენტის (ლაბორატორიული) ტექნიკა. თითოეულ სამუშაო ჯგუფს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მათთვის საინტერესო საკითხი შეთავაზებული არჩევანიდან.
  • მეორე შეხვედრის ძირითადი თემატიკა იქნება ტრანსფერტული უნარების განვითარება, კერძოდ, განხილული იქნება პირველი შეხვედრის ამოცანების გადატანის შესაძლებლობა პრაქტიკული მიზნებისათვის. ამავე შეხვედრის თემა იქნება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბება და მისი ფუნქციონირების პრინციპების განხილვა.
  • მესამე შეხვედრის თემაა ელექტრონული რესურსების (სიახლე, ბლოგი, ვიდეო. და ა.შ.) შექმნისა და ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ონლაინ პორტალის ადმინისტრირების მეთოდების სწავლება: კლუბის წევრების დამატება/რედაქტირება, სიახლეების, ვიდეოს, პროექტის, ბლოგის და ა.შ. განთავსების ტექნოლოგიები.
  • ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ონლაინ პორტალის შექმნა.
  • ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების შექმნა და ქსელში გაწევრიანება.
  • კლუბური აქტივობების შეჯამება და ორი რეგიონალური კონფერენციის ჩატარება ქუთაისსა (2019 წლის 18 მაისი) და თბილისში (2019 წლის 25 მაისი). კონფერენციის შესახებ ინფორმაცია დამატებით გავრცელდება 2019 წლის აპრილში.

 

მოსალოდნელი შედეგები

  • ქიმიის ექსპერიმენტის ტექნიკაში პროფესიული განვითარების პროგრამის შექმნა
  • ქიმიის მასწავლებელთა (ყველა რეგიონი, მასწავლებელთა მინიმუმ 30%) კვალიფიკაციის დახვეწა ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკაში, ტრანსფერულ უნარებში და ონ-ლაინ სასწავლო რესურსების შექმნაში
  • ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბებისა და მათი ონ-ლაინ ქსელის შექმნა
  • ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბებს შორის მიღწეული შედეგების გაზიარება
  • მასწავლებლებთა - კლუბის ხელმძღვანელთა შორის შედეგების ურთიერთგაზიარება
  • კვლევების განხორციელება მოსწავლეთა მონაწილეობით და შედეგების დემონსტრირება კონფერენციაზე

 

დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გრანტით საგრანტო კონკურსის „საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“ ფარგლებში“. 

 

         

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას