ეს საინტერესოა
სპირტები იჟანგება კარბონმჟავებამდე წყლით
ებრაელმა ქიმიკოსებმა შეიმუშავეს პირველადი სპირტების დაჟანგვის ახალი მეთოდი, რომელშიც წყალი ასრულებს ერთის მხრივ გამხსნელის როლს, ხოლო მეორეს მხრივ გამოიყენება როგორც ჟანგბადის წყარო. ახალი რეაქცია საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას კარბონმჟავები და მათი წარმოებულები ეკოლოგიურად სუფთა მეთოდით. ამ ნივთიერებებს, რომლებსაც დიდი გამოყენება აქვთ მრეწველობის სხვადასხვა დარგში.კვლევის ხელმძღვანელი დავით მილშტეინი (David Milstein) აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში კარბონმჟავების მიღება ეფუძნება დამჟანგველის სტექიომეტრიული რაოდენობების გამოყენებას, რასაც ცხადია მივყავართ ნარჩენების სტექიომეტრიული რაოდენობით წარმოქმნამდე. ცოტა ხნის წინ შემუშავებულ იქნა კარბონმჟავების მიღების მეთოდი შეკუმშული ჟანგბადის საშუალებით, თუმცა ასეთი მიდგომები არ არის უსაფრთხო პრაქტიკულად შესრულების თვალსაზრისით. მილშტეინი აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებულია პრინციპიალურად ახალი მეთოდი პირველადი სპირტების დაჟანგვისა კარბონმჟავბამდე, დამჟანგველი არის წყალი, ხოლო დამატებითი პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება რეაქციის მიმდინარეობისას არის მოლეკულური წყალბადი.
ახალი მეთოდის განხორციელების გასაღებს წარმოადგენს რუთენიუმის კატალიზატორი ე.წ. პინცერნის კომპლექსი, რომელშიც რუთენიუმის მეტალური ცენტრი დაკავშირებულია ბიდენტატურ ბიპირიდინულ ლიგანდთან. ფუძის არსებობისას კატალიზატორი ურთიერთქმედებს წყალთან და სპირტის სუბსტრატთან, გადააქვს რა წყლის ჟანგბადი სპირტზე, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება მოლეკულური წყალბადი. დაჟანგული სპირტი უკავშირდება ფუძეს კარბონმჟავას მარილის სახით, ხოლო შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში გარდაქმნიან მჟავად.
წყარო:Nat. Chem., 2013, DOI: 10.1038/nchem.1536
გამოქვეყნებულია: 20-02-2013