ეს საინტერესოა
სინთეზური ბიოლოგია საშუალებას გვაძლევს მიკრობების მეშვეობით “ ავაშენოთ” კუნთები
ისურვებდით ჩაგეცვათ კუნთის ბოჭკოსაგან დამზადებული ტანსაცმელი? გამოიყენებდით მათ თქვენი ფეხსაცმელების თასმებად? ან თუნდაც ქამრად? შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ეს ბოჭკოები უფრო მდგრადი და გამძლე იქნება, ვიდრე ბამბა, აბრეშუმი, ნეილონი, ან თუნდაც ტყვიაგაუმტარ ჟილეტებში გამოყენებული მასალა, მაშინ რატომაც არა?!
არ ინერვიულოთ! ასეთი კუნთის “დამზადება” სულაც არ მოითხოვს ცხოველებისთვის ზიანის მიყენებას.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მიეღოთ სინთეზური კუნთის ბოჭკო. “რატომ არ ვქმნით პირდაპირ ხელოვნურ ბოჭკოს?იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ ისინი ცხოველების სხეულისგან ავიღოთ. ჩვენ, მხოლოდ მიკრობებს ვიყენებთ ამისთვის”- განაცხადა გამოყენებითი და ქიმიური ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორმა ფუჟონგ ჟანგმა.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის მკვლევარებმა შეიმუშავეს სინთეზური ქიმიური მეთოდი,რაც გულისხმობს მიკრობების ორგანიზმში არსებული ცილების პოლიმერიზაციას. ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს, რომ მიკრობების გამოყენებით დაასინთეზონ მაღალი მოლეკულური მასის მქონე ცილა, რომელიც შემდგომ ბოჭკოდ გარდაიქმნება.
პროფესორ ჟანგის ჯგუფი არ აპირებს შეაჩეროს სინთეზურ კუნთის ბოჭკოებზე მუშაობა, მით უფრო რომ მიკრობულ-სინთეზური სტრატეგიის გამოყენებით მიღებული მასალა ბიოთავსებადია და შესაძლებელია მათი გამოყენება მედიცინაშიც. ბიბოუენმა, კამერონმა და ჟენგმა განაცხადიც კი შეიტანეს პატენტზე.
“ამ აღმოჩენის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ იგი, ნამდვილად არის პლატფორმა, რომლის გამოყენებაც ყველგან შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ცილები სხვადასხვა ბიოლოგიური კონტექსტიდან, მათი პოლიმერიზაციით შევქმნათ უფრო დიდი ზომის, გრძელი ცილა, რომლისგანაც შეიძლება განსაკუთრებული მდგრადობით გამორჩეული სხვადასხვა დანიშნულების მასალის დამზადება”- თქვა სერჯენტმა.
წყარო:Washington University in St. Louis. (2021, August 30). Synthetic biology enables microbes to build muscle. ScienceDaily. Retrieved September 10, 2021
გამოქვეყნებულია: 10-09-2021