ეს საინტერესოა

 

პეპლის ფრთები სოლვატაციისა და შეფერილობის შესასწავლად

ნანომეტრის რიგის მასშტაბის ზედაპირულმა სტრუქტურებმა შეიძლება ახალი და საინტერესო თვისებები მიანიჭოს მასალებს. ჰიდროფობურ მასალებზე ნანოსკოპურმა სტრუქტურებმა შეიძლება გამოიწვიოს ზეჰიდროფობია და სტრუქტურული შეფერილობა. მეცნიერებმა წარმოგვიდგინეს ინტერდისციპლინარული ექსპერიმენტი, რომელიც გვაცნობს ნანოტექნოლოგიას ლურჯი მორფო პეპლის ფრთების ზეჰიდროფობიურობით და სტრუქტურული შეფერილობის მანიპულირებით. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ფრთის ზედაპირი ზედროფობიურიდან ჰიდროფილურზე, ხოლო ჩვეულებივი გამხსნელების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს რეფრაქციის გარემოს ინდექსი და გადაიტანოს თანმიმდევრულად გაფანტული სინათლე გრძელი ტალღის სიგრძეზე. ზეჰიდროფობია და რეფრაქციის ინდექსის შეცვლა ადვილად შეიმჩნევა Morpho menelaus- ისა და Morpho rhetenor- ის პეპლების გამოყენებით: წყლის მოლეკულები ვერ აღწევს დაუმუშავებელი პეპლის ფრთებში, ხოლო დეტერგენტებით დამუშავებული ფრთები წყლით სველდება და ლურჯი ფერი იცვლება მწვანით. ეს ექსპერიმენტი ფუნდამენტური ფიზიკური პრინციპების სახალისო და მოქმედი შესავალია, რომელიც მოიცავს სოლვატაციასა და სინათლის თვისებებს.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Brittany A. Bober, et all, J. Chem. Educ. 2018, 95, 6, 1004–1011

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021