ეს საინტერესოა

 

ტოქსიკურობა და სოკოები

სოკოს უძველესი დროიდან მოიხმარს საკვებად ადამიანი.  ამასთან, ველური  და ტოქსიკური შემცველობის სოკოების შემთხვევით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება, ჰალუცინაციები და ლეტალური შედეგიც კი. სოკოთი მოწამვლის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა საკმაოდ რთულია, რადგან  ყოველი მათგანისთვის განსხვავებული შხამსაწინააღმდეგო ნივთიერების შეყვანაა საჭირო და ამავდროულად  სიმპტომები ზოგიერთი დაავადებებით გამოწვეულის მსგავსია. ქიმიურად სოკოთი მოწამვლა დაკავშირებულია ძალიან ძლიერ ტოქსინებთან რაც მიანიშნებს, რომ ტოქსინების იზოლაციასა და იდენტიფიკაციას დიდი კვლევითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ტოქსიკური სოკოების ლეტალური კომპონენტების განსაზღვრისას.

ამის საწინააღმდეგოდ, ამ ტოქსინების უმეტესობას აქვს შესანიშნავი ფიზიოლოგიური თვისებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მიღწევას ქიმიაში, ბიოქიმიაში, ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ 100-ზე მეტი ტოქსინის შემადგენლობა ცნობილია, არსებობს უამრავი სოკო, რომელიც სრულად არ არის გამოკვლეული.

ზოგიერთი  სოკოს ტოქსინები საფუძვლიანად არის შესწავლილი. ამასთან, სოკოს ტოქსინების მიღმა ცოტა რამ არის ცნობილი მათი სტრუქტურების შესახებ. სოკოთი მოწამვლის სიმპტომები გამოწვეულია შხამიანი ტოქსინებით, მათ შორისაა ამატოქსინი, ფსილოციბინი, მუსკარინი, კოპრინი, ალენური ნორლეიცინი, გირომიტრინი და ა.შ.

გამოკვლევები ქიმიისა და ტოქსიკოლოგიის შესახებ შხამიანი სოკოების  ტოქსიკურობასთან დაკავშრებით მე -19 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ   წინსვლა  ამ მიმართულებით განსაკუთრებით 1950-იანი წლებიდან შეიმჩნევა.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Xia Yin, An-An Yang, and Jin-Ming Gao. Mushroom Toxins: Chemistry and Toxicolog. Journal of Agricultural and Food Chemistry 2019 67 (18), 5053-5071

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021