ეს საინტერესოა

 

ახალი სინთეზი უზრუნველყოფს დიაბეტის, ანთების და ადამიანის დაბერების უკეთეს ხედვას

იელის უნივერსიტეტში შემუშავებული სინთეზური პროცესი საშუალებას მისცემს მკვლევარებს, შეისწავლონ დიაბეტის, ანთების და ადამიანის დაბერების ძირითადი მოლეკულა. ახალი პროცესით მიიღება გლუკოსოპანი (Glucosepane), რომელიც წარმოიქმნება ყველა ადამიანში ასაკში შესვლისას და სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის დიაბეტის, დროს, თქვა შპიგელმა, იელის უნივერსიტეტის ქიმიის და ფარმაკოლოგიის პროფესორმა.

უცნობია თუ რა როლს თამაშობს გლუკოსოპანი ასაკში და დაავადებების დროს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მოსაზრება. გლუკოსპანის სინთეზის მეთოდის ცოდნით ჩვენ ხელტ გვექნება საშუალებები, შევისწავლოთ მისი როლი დაბერების პროცესზე და ჯანმრთელობაზე და შემდგომ მივაკვლიოთ იმ მოლეკულებს, რომელიც მის წარმოქმნას შეუშლის ხელს. დღემდე რთული იყო გლუკოსპანის ფექტური შესწავლა მისი უჩვეულო თვისებების გამო. გლუკოსეპანი შეიცავს იშვიათ იმიდაზოლის იზომერს, რომელიც ადრე არასოდეს შეუმჩნევიათ ბუნებრივ მოლეკულაში.

შპიგელმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს იმიდაზოლის ამ ფორმის ხელოვნურად მიღების მეთოდოლოგია. იგი მოიცავს რვა საფეხურს.

დეილ ბოგერმა კი Science-ში გამოქვეყნებული სტატიაში აღნიშნა, რომ იელის უნივერსიტეტის კვლევა წარმოდგენს ,,მნიშვნელოვან, ღრმა კვლევას ადამიანის ჯანმრთელობაში და შპიგელის მეთოდოლოგია უთუოდ მოიპოვებს ფართო გამოყენებას“.

კვლევის პირველი ავტორიები არიან კრისტიან დრაგიჩი, ყოფილი მკვლევარი იელის უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად არის MIT-ის და ჰარვარდის საბჭოს წევრი და თინა ვენგი, იელის უნივერსიტეტის ყოფილი PhD სტუდენტი, რომელიც ამჟამად ასევე ჰარვარდში აგრძელებს მოღვაწეობას.

აღსანიშნავია ასევე, რომ ამ კვლევებს მხარი დაუჭირა ფიზიოლოგიური დაბერების სტრატეგიები კვლევის ფონდმა (SENS).

მასალა მომზადებულია მარიამ ცერცვაძის მიერ

 

სრულად

 

წყარო:Cristian Draghici, et al., “Concise total synthesis of glucosepane,” Science 16 October 2015: Vol. 350 no. 6258 pp. 294-298; DOI: 10.1126/science.aac9655

 

გამოქვეყნებულია: 19-11-2019