სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი: დედამიწის ფილტვები

მთაგორიანია ჩვენი დედამიწა, კიდევ – წყალჭალიანი, ცოდვაბრალიანი და ჭორმართალიანი. რას არ გაიგონებს ადამიანის ყური, რას არ იტყვის მისი მოქნილი ენა. ჭორსა და მართალს არასოდეს უჭირდა თანაარსებობა, მაგრამ დღეს, ინტერნეტისა და სხვა ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, ინფორმაციის გავრცელება ისე გამარტივდა, რომ ჭორ-მართალი მთლად ოაზისში აღმოჩნდა.

მაინც რა ბადებს ჭორს? თავიდათავი ალბათ მომჭირნემცოდნეობაა. სულ მთლად უცოდინარი ადამიანი ჭორს ვერ მოიგონებს, მცოდნეს კი, ნაკლებმოსალოდნელია, საამისოდ ეცალოს ან ამის სურვილი ჰქონდეს. ყველაზე ნოყიერ ნიადაგს, ნებით თუ უნებლიეთ, მცირედ მცოდნენი ქმნიან. ისე, თუ მიუკერძოებლად მივუდგებით, მთლად მათი ბრალიც არ უნდა იყოს. მეცნიერება და ტექნიკა ისე განვითარდა და სხვადასხვა დისციპლინა ერთმანეთში ისე გადაიხლართა, რომ ერთ ადამიანს ყველაფრის ცოდნა აღარ ძალუძს. ადამიანის ტვინი იმავე ზომისაა, რაც რამდენიმე საუკუნის წინ, და კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა მასში აღარ ეტევა. სად არის გამოსავალი? რით შეიძლება ვებრძოლოთ ამ სენს? ეჭვით, კრიტიკით, ანალიზით – ტრიადით, რომელიც საფუძვლად უდევს იმას, რასაც დღეს მედიაწიგნიერებას ვუწოდებთ.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 23-01-2023