სიახლეები
ქეთევან კუპატაძე: ფანტასტიკური ქიმია
სიგურნი უივერი კოსმოსურ ხომალდზე „უცხოს“ ებრძოდა. ეს „უცხო“ ნამეტანი შეუხედავი ვინმე იყო და პირიდან მწვანე-ყვითელი ქაფი გადმოსდიოდა, რომელიც ბოლავდა, გარშემო ყველაფერს შლიდა და აორთქლებდა.ექიმი „ექიმი ვინ“-დან სამყაროს დროსა და განზომილებებში მოგზაურობდა და ბოროტისგან ადამიანებს შველოდა. ერთ პლანეტაზე მოიყვითალო სისხლიან ადამიანებს ებრძოდა. ამათი სისხლი რასაც/ვისაც მიესხმებოდა, მისი საქმე წასული იყო.
ფილმ „ხუფში“ კი რაღაც ჯადოსნურ გამოქვაბულში შესასვლელად, ყვითელი ტბა უნდა გადაგეცურა, მაგრამ ამ ტბის წყალი მთლიანად დაგწვავ-დაგანახშირებდა. ჰოდა, ფილმის გმირებმა რკინის ნავი გააკეთეს. ნავმა გაძლო… გაცურეს და უკანაც დაბრუნდნენ. გაძლებდა ნავი აბა რა, მანამდე ერთმა თვალახვეულმა ჯადოქარმა შეულოცა. ეს ჯადოქარი ღამით ჯადოქარი იყო, დღისით ყვავი და დაფრინავდა ყვანჩალით აქეთ-იქეთ. მერე კი იმ ნავს ცუდი ბედი ეწია. ერთმა ჩვეულებრივმა კაცმა (ანუ, არა ჯადოქარმა) ჭანჭიკები დააძრო და შეჭამა.
ახლა, მავანი ჩემზე იფიქრებს, ეს თურმე რას უყურებსო… ჰო, რა მოხდა მერე, ბავშვობიდან ზოგჯერ ასეთი ფილმების ყურებაც მიყვარს. საქმე იმაში კი არ არის, რას უყურებ, არამედ როგორ უყურებ. მე ქიმიურ ყურებაზე ვსაუბრობ.
სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 01-07-2020