სიახლეები
ელიზბარ ელიზბარაშვილი - სრულყოფილებაზე მეტი?..
ასეთია ჩვენი ყოფა ამ სამყაროში, რომელიც ჩვენ სახლად მიგვაჩნია და გვგონია, ვიცნობთ. მაგრამ მის შესაცნობად ფაქტების აღრიცხვა და დამახსოვრება არ კმარა. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება, ამიტომ გონიერი ადამიანი ყოველთვის იკითხავს: "რატომ?" - ხოლო პრაქტიკოსი - ამასაც: "რისთვის?"ეს ორი კითხვა გამუდმებით უნდა უტრიალებდეს გონებაში მასწავლებელსაც: რატომ იქცევა ასე მოსწავლე და რისთვის ასწავლის?
მექანიკის კანონებიდან ვიცით, რომ ორი ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავი სხეულის სიჩქარე იკრიბება. თუ თითოეული მათგანი, ვთქვათ, 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, დაჯახებისას 120 კმ/სთ-ის ეკვივალენტით "წაიტეხენ ცხვირს". მაგრამ ეს კანონი "დაბალი მატერიებისთვის" (ჩვეულებრივ მოკვდავთათვის) არის სამართლიანი, "ზედა ეშელონებში" მას არ ცნობენ. მაგალითად, სინათლე. მისი უგანათლებულესობა სიჩქარეების შეკრების კანონს არად დაგიდევს. მისი სიჩქარე ზღვრულია - იგი მხოლოდ 300 000 კმ/სთ-ით დაქრის - არც მეტით და არც ნაკლებით!
რას გვეუბნება აინშტაინის ეს შეგონება? - სრულყოფილების მიღწევა ძნელია, მაგრამ თუ მიაღწიე, ზესრულყოფილება აღარ იარსებებს.
როგორ ვლინდება ეს კანონი მოლეკულებთან? როგორც ჩანს, ის საყოველთაოა და ყველგან და ყველაფერზე თანაბრად ვრცელდება. სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 31-03-2013