სიახლეები

 

ქეთევან კუპატაძე - რა მიაქვთ სახლში ოსკაროსნებს

ყოველწლიურად, თებერვლის თვეში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი იმართება. მე ჩემს მკითხველთან ყოველთვის გულწრფელი ვარ და ამჯერადაც სახალხოდ ვაღიარებ, რომ ამგვარი ცერემონიების დიდი გულშემატკივარი არ გახლავართ. არც წარდგენილი ფილმების და მსახიობების სია მაინტერესებს (თუმცა, კარგ ფილმს ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ) და არც ის თუ ვინ გაიმარჯვებს. თუ შემთხვევით ახალ ამბებში ყური მოვკარი, ხომ კარგი, არადა სპეციალურად ნამდვილად არ მოვძებნი. ისე კი კარგად ვიცი, თავს არ ზოგავენ, ოღონდ კი ეს ოქროსფერი ფიგურა ხელში ჩაიგდონ, ოსკაროსანის სახელი დაირქვან და რაც მეტჯერ, მით უკეთესი.

ამერიკის კინოაკადემიის შექმნის შესახებ იდეა კომპანია მეტრო გოლდენ მაიერის ხელმძღვანელს ლუის მაიერს მოუვიდა აზრად 1926 წელს. ჯილდოს კი „ოსკარი" დაჯილდოების მეექვსე ცერემონიაზე უწოდეს. ვერსიები განსხვავებულია, ზოგი ამბობს, რომ ნათლია მსახიობი ბეტი დევისი იყო. ზოგიერთი კი იხსენებს, ქანდაკების დანახვისას, როგორ შესძახა აკადემიის მდივანმა, ყოფილმა ბიბლიოთეკარმა მარგარეტ ჰერიკმა: გამოცხადებული ბიძაჩემი ოსკარიაო.

ფიგურის დასამზადებლად ტყვიისა და კალის გამლღვალ ნარევს ფორმებში ასხამენ. გახეხვის შემდეგ ფიგურის გალვანური დაფარვა ხდება ფენებად. ჯერ სპილენძი, შემდეგ ნიკელი და ვერცხლი, ბოლოს კი ოქრო.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნერჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 16-03-2013