სიახლეები

 

ქიმიის ლექსიკონის წარდგინება

12 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ქიმიის განმარტებითი ონლაინ ლექსიკონის წარდგინება.

ლექსიკონზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და 8 დეკემბერს დასრულდა. დრეისათვის ლექსიკონში შესულია 5500-ზე მეტი ტერმინი შესაბამისი ორენოვანი განმარტებებით.

განმარტებით ლექსიკონს საფუძვლად დაედო IUPAC  მიერ გამოცემული  ე.წ. „ოქროს წიგნი“  (Compendium of Chemical Terminology. Gold Book, IUPAC, 2014, Version 2.3.3).

ლექსიკონი შეიქმნა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი N SL-22-339).  

ლექსიკონის შექმნაზე მუშაობდნენ ელიზბარ ელიზბარაშვილი, ლალი ეზუგბაია, გია ხატისაშვილი, თინათინ ბუთხუზი, თამარ ხატისაშვილი და მანანა ბუკია.  ლექსიკონის ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ნოდარ დუმბაძე, დავით ჟღენტი, რომეო კარაპუტაძე, გიორგი ღონღაძე.

ლექსიკონის შექმნის პროცესში ჩართული იყო გაფართოებული სარედაქციო კოლეგია სხვადასხვა  უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტების, როგორც ქიმიკოსების, ასევე ტერმინოლოგ-ენათმეცნიერების  მონაწილეობით: გია ადამია, რევაზ კორაშვილი, ნოდარ ლეკიშვილი, ქეთევან ლომსაძე, ნათელა მუზაშვილი, მარინა ოსაძე, ციური რამიშვილი, გიორგი ტიტვინიძე, ლია ქაროსანიძე, რამაზ ქაცარავა, იოსებ ჩიკვაიძე, შუქრი ჯაფარიძე.

 

ონლაინ ლექსიკონი განთავსებულია ვებ მისამართზე: www.chemistry.ge/dictionary.





 

 

გამოქვეყნებულია: 13-12-2023