STEM ასისტენსი
- პროექტები
- ტრენინგები
- დაგეგმე ვიზიტი
- პროექტის შესახებ
STEM ასისტენსი გთავაზობთ ტრენინგებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს/ჩაერთოს სასწავლო პროცესში ჩვენს მიერ შემოთავაზებული კვლევითი პროექტები. ტრენინგები ჩატარდება ონლაინ ფორმატში Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
სხვადასხვა ტიპის სარეცხი საშუალებების ეფექტურობის შესწავლა სახვადასხვა ტემპერატურაზე.
გაიხსენეთ, რომელ ლაქებს შეუწუხებიხართ ყველაზე მეტად ტანსაცმელზე? ცხიმის, საწებლის, მელნის, ბალახის თუ კბილის პასტის? ალბათ ჩამოთვლილთაგან ერთს ან რამდენიმეს. ყოველდღიურმა აქტივობებმა, როგორიცაა ჭამა, თამაში, სპორტი და ა.შ შეიძლება გამოიწვიოს ტანსაცმლის დაბინძურება. საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა ტიპის სარეცხი საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ ტანსაცმელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნონ! გამოყოფენ სინთეზური და ბუნებრივ სარეცხ საშუალებებს (დეტერგენტებს). მათი უმეტესობა შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აძლიერებენ წმენდის უნარს. ამ პროექტის ფარგლებში თქვენ გაეცნობით თუ რა განსხვავება ფერმენტების შემცველ (ბიოლოგიურ) და არაბიოლოგიურ სარეცხ საშუალებებს შორის, გამოიკვლევთ მათ ეფექტურობას სხვადასხვა ტემპერატურაზე
თამარ ხატისაშვილი
26 მარტი, 2024
20:00 სთ
საშიში თუ სასარგებლო? წყალბადის ზეჟანგის გავლენა მცენარის თესლის აღმოცენებაზე
წყალბადის ზეჟანგი (ხშირად გამოიყენება როგორც სადეზინფექციო საშუალება) ასევე დამტკიცებულია პესტიციდებში გამოსაყენებლად. დადგენილია რომ წყალბადის ზეჟანგი ახდენს გავლენას სხვადასხვა მცენარეში დაავადების გავრცელების უნარზე. ის ახდენს სოკოვანი და მიკრობული დაავადებების პრევენციას და კონტროლს. ამ პროექტში თქვენ გამოიკვლევთ სხვადასხვა კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგის გავლენას ხორბლის, სიმინდის და ლობიოს თესლების აღმოცენებაზე.
მარინე კუჭუხიძე
14 მარტი, 2024
20:00 სთ
რა რაოდენობის ცხიმია საკვებ პროდუქტში?
ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ ადამიანებმა დიდი რაოდენობით არ უნდა მიიღონ ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი კვება არ გულისხმობს ცხიმის სრულად ამოღებას კვების რაციონიდან, მეტიც, ისინი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ცხიმიანი საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. თუ დაგაინტერესებთ, თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ცხიმის შემცველობა სხვადასხვა საკვებში, განსაკუთრებით კი ისეთ ხემსში, რომელიც ძალიან გიყვართ. მაგალითად, ჩიფსები, შოკოლადი, თხილი, მზესუზმირა და ა. შ. მარტივი ექსპერიმენტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გამოყოთ ცხიმი საკვები პროდუქტებიდან და განსაზღვროთ მისი რაოდენობა.
თამარ ხატისაშვილი
22 თებერვალი, 2024
20:00 სთ
ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალის დამზადება და მისი თვისებების შესწავლა სასკოლო პროქტებში
ალბათ შეგიმჩნევიათ სასურსათო მაღაზიაში რამდენი საკვებია შეფუთული პოლიმრულ მასალაში? შეფუთვა ახანგრძლივებს ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ვადას, თუმცა ხშირ შემთხვევაში შესაფუთი მასალები ერთჯერადია და მალევე ხვდება ნაგავსაყრელზე, რაც გარემოს გარკვეულ ზიანს აყენებს. მოცემულ პროექტში აღწერილია ბიოდეგრადირებადი და ადვილად ხელმისაწვდომი ნივთიერებებისგან ჰიდროგელების დამზადება და მათი მექანიკური თვისებების შესწავლა. ჰიდროგელები მოქნილი მასალაა, კარგად იწოვს წყალს და იცავს პროდუქტებს დაზიანებისგან.
მარინე კუჭუხიძე
15 თებერვალი, 2024
20:00 სთ
რა გავლენას ახდენს ნიადაგი წყლის pH-ზე?
ნიადაგი და წყალი დედამიწის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებია. ნიადაგი შეიძლება იყოს ტუტე, ნეიტრალური ან მჟავა. მცენარეთა უმეტესობა საუკეთესოდ იზრდება ნიადაგში რომლის pH ნეიტრალურთან მიახლოებულია. თუმცა ზოგიერთი მცენარის ზრდა- განვითარებისთვის ხელსაყრელია სუსტი მჟავა ან სუსტი ტუტე ნიადაგი. ალბათ დაგაინტერესებთ, როგორია ნიადაგის pH თქვენს ეზოში? რა ემართება წყლის pH-ს, რომელიც კონტაქტშია ნიადაგთან? აღნიშნული პროექტი საშულებას მოგცემთ პასუხი გასცეთ ამ კითხვებს.
თამარ ხატისაშვილი
26 იანვარი, 2024
20:00 სთ
სასკოლო კვლევითი პროექტები მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებით
მასმედიის საშუალებებით ხშირად გვესმის კითხვა, რამდენად უსაფრთხოა მზისგან დამცავი საშუალებები. წინამდებარე პროექტის ფარგლებში მზისგან დამცავ საშუალებებს შევხედავთ მწვანე ქიმიის პერსპექტივიდან. მწვანე ქიმია ნიშნავს უფრო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების დიზაინს და წარმოების მდგრადი მეთოდების ჩართვას. არსებობს 12 მწვანე ქიმიის პრინციპი, რომელიც მოიცავს ნარჩენების შემცირებას და მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისა და შექმნის შემცირებას, ასევე ენერგიის და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას და უფრო ეფექტურ გამოყენებას.
მარინე კუჭუხიძე
19 დეკემბერი, 2023
20:00 სთ
"ტემპერატურა და სიბლანტე - როგორ გამოვიყენოთ სასკოლო კვლევით პროექტებში"
ზამთარში ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ თაფლს უჭირს გადმოდინება, ხოლო ზაფხულში პირიქით, ნაკლებად ბლანტია. სიბლანტე ანუ შიდა ხახუნი თხევადი ნივთიერებების ერთ-ერთი თვისებაა, წინააღმდეგობა გაუწიონ მათივე ერთი ნაწილის მოძრაობას მეორეს მიმართ. ის დამოკიდებულია ტემპერატურაზე. სიბლანტე ასევე დამოკიდებულია ნაწილაკების ზომაზე და მათ შორის მიზიდულობაზე. სითხეებს, რომლებსაც აქვთ დაბალი სიბლანტე, სწრაფი დენადობა ახასიათებთ (მაგ, წყალი, სპირტი). სითხეები, რომლებსაც აქვთ მაღალი სიბლანტე, მიედინება ნელა (მაგ, თაფლი, ზეთი, თხევადი საპონი). სიბლანტე ასევე შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საზომი იმისა, თუ რამდენად "სქელია" სითხე. რაც უფრო ბლანტია (ან სქელი) სითხე, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება ობიექტის სითხეში გადაადგილებას. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ სხვადასხვა სითხის სიბლანტე მარტივი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ კი მარმარილოს პატარა ბურთულის სითხეში ჩაძირვის დროის გამოთვლით.
თამარ ხატისაშვილი
16 ნოემბერი, 2023
20:00 სთ
სხივის გარდატეხა და რეფრატომეტრის გამოყენება ნივთიერებათა ანალიზის სასკოლო კვლევით პროექტებში
სხვადასხვა მასალას სხვადსხვა ოპტიკური სიმკვრივე გააჩნია. თუ ამ ორ მასალას ერთმანეთს მივადებთ და მათში სხივს გავატარებთ, ვნახავთ, რომ იგი საწყისი მიმართულებიდან გადაიხრება. სინათლის სხივების მიმართულების ასეთ შეცვლას გარდატეხა, ანუ რეფრაქცია ეწოდება. რეფრაქციის მოვლენა იმდენად ზუსტი და ინდივიდუალურია ნაერთებისათვის, რომ იგი შეიძლება ნაერთების ანალიზში გამოვიყენოთ. მაგალითად, დავადგინოთ, რამდენად ტკბილია ესა თუ ის კვების პროდუქტი, პროდუქტი შეიცავს შაქარს თუ სხვა ალტერნატიულ დამატკბობელს, რამდენად მალე გაიყინება ანტიფრიზი და სხვა მრავალი. მოცემულ ამოცანაში ნახავთ თუ როგორ შეიძლება გაიზომოს მასალის გარდატეხის მაჩვენებელი და მიღებული შედეგი როგორ დავაკავშიროთ მის გარკვეულ თვისებებთან.
მარინე კუჭუხიძე
8 ნოემბერი, 2023
20:00 სთ
როგორ გამოვიყენო C ვიტამინის განსაზღვრის მეთოდი სასკოლო კვლევით პროექტებში
ვიტამინებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვიტამინს კი წარმოადგენს ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), რომელიც დიდი რაოდენობით შედის ხილის და ბოსტნეულის შემადგენლობაში. C ვიტამინის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ფორთოხალს წვენი. საინტერესოა რამდენია ფორთოხლის წვენში ამ ვიტამინის შემცველობა და რა რაოდენობით ფორთოხალი უნდა მიიღოს ზრდასრულმა ადამიანმა მისი მარაგის შესავსებად? ამ კვლევით პროექტში თქვენ შეისწავლით თუ როგორ უნდა გაზომოთ C ვიტამინის რაოდენობა ხსნარში იოდით გატიტვრის მეთოდით. შეძლებთ, შეადაროთ C ვიტამინის რაოდენობა ფორთოხლის ორ სხვადასხვა სახის წვენში: ახლადდაწურულ და მაღაზიაში შეძენილ ფორთოხლის წვენში.
მარინე კუჭუხიძე
18 ოქტომბერი, 2023
20:00 სთ
როგორ გამოვიყენო ელექტოლიტების განსაზღვრის მეთოდები სასკოლო კვლევით პროექტებში
სპორტული სასმელების რეკლამირებაში მწარმოებლები ყოველწლიურად ხარჯავენ ათეულიდან ასეულ მილიონ დოლარამდე. რეკლამებში განსაკუთრებით აღნიშნავენ რომ ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ისეთ ელექტროლიტებს, რომელსაც თქვენი სხეული კარგავს ვარჯიშის დროს (ოფლიანობისას). პროექტის მიზანია ერთმანეთს შეადაროთ ელექტროლიტების რაოდენობა სპორტულ სასმელსა და ფორთოხლის წვენში, რათა გაარკვიოთ, რომელ შეუძლია მეტად შეავსოს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობა, რომლებსაც კარგავთ ვარჯიშის ან სპორტის დროს. ამ პროექტის დასასრულს კი იქნებ სურვილიც გაგიჩნდეთ, თავად დაამზადოთ საკუთარი სპორტული სასმელი!
თამარ ხატისაშვილი
16 ოქტომბერი, 2023
20:00 სთ