ნობელის პრიზის მედლები

დასახელდა წლევანდელი ნობელის პრემიის ლაურეატები. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცამა ნობელის პრიზის მედალი, რომელზეც გამოსახულია ნობელის პრემიის დამაარსებელი, ალბერტ ნობელი. ეს ინფოგრაფიკა ამ მედლების შემადგენლობას იკვლევს - და ასევე გავეცნობით „მედლების გაქრობის“ საინტერესო ისტორიას.

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ნობელის პრიზის მედლები (და ოლიმპიური მედლებიც) სუფთა ოქროსგან (ბაჯაღლოსგან) არის დამზადებული. სინამდვილეში, მედლები არც არასდროს ყოფილა დამზადებული 24-კარატიანი ოქროსგან. იგი მზადდებოდა 23-კარატიანი ოქროსაგან, რომელიც დაახლოებით 96% სისუფთავისაა. თუმცაღა 1980 წლიდან მედლები 18-კარატიანი ოქროსგან (ე. წ. მწვანე ოქროსგან) მზადდება, რომლებიც 24-კარატიანი ოქროთია მოოქროვილი, რათა ოქროსფერი გარეგნობა შეინარჩუნოს. გარდა ამისა, ასევე 1980 წლიდან, მედლის მასა 200 გრამიდან 175 გ-მდე შემცირდა.

თითოეულ ნობელის მედალს, გარდა მედლის გადაცემის მიზეზისა, თავისი ისტორია აქვს. ზოგი უფრო საინტერესო, ზოგიც - ნაკლებად. ალბათ ყველაზე ცნობილი გერმანელი ფიზიკოსების, მაქს ვონ ლაუეს და ჯეიმს ფრანკის, ისტორიაა.

მე-2 მსოფლიო ომის პერიდში, 1940 წლის აპრილში, გერმანია დანიაში შეიჭრა. ნილს ბორის ლაბორატორიაში (კოპენჰაგენი) მეცნიერების ჯგუფი ცდილობდა როგორღაც დაემალათ ვონ ლაუეს და ფრანკ-ის ნობელის მედლები, რომლებიც გერმანიიდან ჩუმად იყო გატანილი ლაბორატორიაში. იმ პერიოდში ოქროს გერმანიის საზღვრიდან გატანა კრიმინალად ითვლებოდა, რადგან ოქროს გატანა არ შეიძლებოდა. ნაცისტებს ეჭვი მაინც გაუჩნდათ, მაგრამ მედლის პოვნა სჭირდებოდათ მტკიცებულების სახით, იმისათვის რომ ეჭვი გამყარებულიყო.

აქ უკვე უნგრელი ქიმიკოსის, ჯორჯ დე ჰევესი ჩაერთო. თავდაპირველად, მან წამოაყენა იდეა, რომ მედლები „გაესალაშინებინათ“, მაგრამ ეს ოქროსფერ ფერს ვერ მოაშორებდა. შემდეგ კი მან მედლების გახსნა წამოაყენა, მაგრამ ოქრო საკმაოდ დაბალი რეაქციის უნარიანობით გამოირჩევა, რის გამოც მისი რაიმე ხსნარში გახსნა საკმაოდ რთულია, გარდა ერთისა: ე. წ. „სამეფო წყალი“, იგივე თეზაფი (Aqua Regia).

თეზაფი ორი სხვადასხვა მჟავის, მარილმჟავისა და აზოტმჟავის, ნარევია, როგორც წესი, 3:1 თანაფარდობით. ცალ-ცალკე არც მარილმჟავას და არც აზოტმჟავას შეუძლია ოქროს გახსნა. მაგრამ მათი ნარევი ოქროს ხსნის. ამის მიზეზი არის შემდეგი: საწყის ეტაპზე აზოტმჟავას მცირე რაოდენობის ოქრო გადჰყავს ოქროს იონებში. ამის შემდეგ მარილმჟავას ქლორიდის იონები რეაქციაში შედის ქლორის იონებთან. ეს ოქროს იონების ხსნარიდან მოცილების საშუალებას იძლევამ რის შემდეგაც აზოტმჟავა ცოტა კიდევ უფრო მეტ ოქროს ჟანგავს და ა. შ. გარკვეული დროის შემდეგ კი ნარინჯისფერი ქლოროქროს მჟავა (ქლორაურუმმჟავა) წარმოიქმნება.

მიუხედავად იმისა, რომ თეზაფი ოქროს ხსნის, პროცესი ძალია ნელა მიმდინარეობს. მცირე რაოდენობის ოქროს გახსნაც საკმაოდ დიდ დროს წაიღებს, მაგრამ დე ჰევესის 200 გრამი მედალი უნდა გაეხსნა. წყაროებიდან ვერ ირკვევა ზუსტად რამდენი ხანი დასჭირდა, მაგრამ ვიცით, რომ მედლები საბოლოოს გამქრალი იყო ნარინჯისფერ ხსნარში, ხოლო ეს ხსნარი სხვა ხსნარებთან ერთად ინახებოდა.

ამ მიდგომამ გაამართლა - ნაცისტებმა ლაბორატორია ყირაზე დააყენეს მედლების ძებნისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ მიხვდნენ ჰევესის ქიმიურ ხრიკს. რამდენიმე წლის შემდეგ ოქრო ხსნარიდან გამოლექეს ნატრიუმის ჰიდროსულფატის ან მსგავსი რეაგენტის საშუალებით. ოქროს ფხვნილი გადაეცა ნობელის პრემიის კომიტეტს, რომელმაც უკვე თავიდან გადაადნეს მედლები.

რამდენიმე წლის შემდეგ თვით დე ჰევესს გადეცა ნობელის პრემია. რა თქმა უნდა, მისი არა მისი ჩატარებული „ფოკუსისთვის“ კოპენჰაგენში, არამედ იზოტოპების კვლევაში („ტრეისერებად“) გამოყენებისთვის.

ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:

 

 

 



თარგმანი: ინფოგრაფიკა: ლაშა ხუციშვილი, ტექსტი: მანანა გიქოშვილი