წითელი კომბოსტოსგან ინდიკატორის დამზადება
ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგვხვედრია ქიმიური ნაერთები, რომლებიც კლასიფიცირდებიან, როგორც მჟავა და ტუტე: ლიმონის წვენს მჟავა რეაქცია აქვს, მათეთრებელს კი - ტუტე და ა.შ. სახლში არაერთი ნივთიერების შემოწმება შეგიძლია ძალზე მარტივად, რათა გაიგოთ ამ ნივთიერებას მჟავა თუ ტუტე რეაქცია აქვს. ნივთიერებები, რომლებიც წითელ კომბოსტოს დამახასიათებელ ფერს აძლევენ, შესაძლებელია, გამოყენებული იყოს pH ინდიკატორის დასამზადებლად - ეს პოსტი გაჩვენებთ, თუ როგორ...
ალბათ, სკოლაში ქიმიის კურსიდან გახსოვთ pH-ის სკალა, მაგრამ თუ არ გახსოვთ, მომდევნო ინფოგრაფიკას დაელოდეთ/გადახედეთ. ახლა კი მოკლედ რომ ვთქვათ, ითვლება, რომ თუ ნივთიერებას აქვს 7-ზე დაბალი pH, მაშინ მას მჟავა რეაქცია აქვს, ხოლო თუ ნივთიერებას 7-ზე მეტი pH დაუდასტურდა - ტუტე რეაქცია. ინდიკატორები სხვადასხვა მჟავიანობა-ტუტიანობაზე ფერს იცვლიან, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ამა თუ იმ ნივთიერებას მჟავა თუ ტუტე რეაქცია აქვს.
წითელი კომბოსტო მის ფოთლებში შემავალ ანთოციანინებს უნდა „უმადლოდეს“ თავის ფერს. ეს ანთოციანინები საინტერესოა იმით, რომ pH-ის მიმართ მგრძნობიარენი არიან, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ pH-ის ინდიკატორად გამოვიყენოთ. თუ მათ ექსტრაქციას განვახორციელებთ წითელი კომბოსტოს ფოთლების წყალში დუღილით, მიღებული ხსნარი სხვადასხვა ნივთიერებებს შეგვიძლია დავუმატოთ და შევაფასოთ pH. მაინც როგორ იცვლის ფერს? როდესაც ანთოციანინები გარკვეული pH-ის გარემოში მოხვდებიან, ისინი ქიმიურ სტრუქტურას იცვლიან, რაც, ცხადია, ფერის ცვლით გამოიხატება.
ინფოგრაფიკაზე წარმოდგენილია, თუ რა ფერი აქვს წითელი კომბოსტოს ექსტრაქტს სხვადასხვა pH-ზე.
თარგმანი: ლაშა ხუციშვილი