ნობელიანტები ქიმიაში

ვალთერ ფრიდრიხ ჰერმან ნერნსტი   (Walther Hermann Nernst )

დაბადება: 25-06-1864 (ბრიზენი, პოლონეთი, გერმანია)

გარდაცვალება: 18-11-1941

ალმა–მატერი: ციურიხის, გუმბოლდტის, გრაცის უნივერსიტეტები

პრემია:1920

„თერმოქიმიაში მისი შრომების აღიარებისათვის“ 

ვალტერ ფრიდრიხ ჰერმან ნერნსტი (დ. 25 ივნისი, 1864, ბრიზენი, ახლანდელი ვომბჟეზნო, პოლონეთი — გ. 18 ნოემბერი, 1941, ობერ-ციბელე, მუსკაუს მახლობლად, გერმანია), გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, თანამედროვე ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

1883-1887 წლებში სწავლობდა ციურიხის, ბერლინის, გრაცისა და ვიურვბურგის უნივერსიტებში. სპეციალიზაციას ღებულობდა ფიზიკაში ლუდვიგ ბოლცმანსა და ფ. კოლრაუშთან. სვანტე არენიუსის გავლენით გადაწყვიტა ემუშავა ფიზიკურ ქიმიაში. 1887 დაიწყო მუშაობა ლაიფციგის უნივერსიტეტში ვილჰელმ ოსტვალდის ასისტენტად. 1890 წლიდან გეტინგენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1891-დან პროფესორი; 1896 წელს უნივერსიტეტთან დააარსა ფიზიკა-ქიმიის ინსტიტუტი. 1902-1933 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის უნივერსიტეტი, იქვე 1905-1922 წლებში ქიმიის ინსტიტუტის, ხოლო 1924-1933 წლებში ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი შრომები ეხება თერმოდინამიკას, ელექტროქიმიასა და ფიზიკურ ქიმიას, 188 ა. ეტინგსჰაუზენთან ერთად აღმოაჩინა ნერნსტ-ეტინგსჰაუზენის ეფექტი. 1888-1889 საფუძველი ჩაუყარა გალვანური ელემენტის ემძ-ის თეორიას. 1890 აღმოაჩინა ნერნსტის გამაწილების კანონი. 1894 დაამტკიცა, რომ გამხსნელის მადისოცირებელი უნარი მით უფრო მეტია, რაც მეტია მისი დიელექტრიკული შეღწევადობა და აღმოაჩინა ელექტროსტრიქციის მოვლენა.
ნერნსტმა ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლის თანახმად, სხეულის ენტროპიის ცვლილება ნულისაკენ მიისწრაფვის, თუ მისი ტემპერატურა მიისწრაფვის ნულისაკენ (ნერნსტის თეორემა). ეს პრინციპი არ გამომდინარეობს თერმოდინამიკის პირველი და მეორე საწყისებიდან და ხშირად მას თერმოდინამიკის მესამე საწყისს უწოდებენ. წონასწორული რეაქციის (N2+O2⇄2NO) შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა ატმოსფერული აზოტისაგან აზოტმჟავას საწარმოო მიღების ფიზიკო-ქიმიური საფუძვლები, ხოლო 1905-1907 სინთეზურად მიიღო ამიაკი. 1918 ახსნა ქლორისა და წყალბადის ურთიერთქმედების რეაქცია ჯაჭვური მექანიზმით.
ნერნსტმა შეადგინა თეორიული ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც მრავალჯერ გამოიცა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში. გამოაქვეყნა რამდენიმე შრომა კოსმოლოგიის ზოგად საკითხებზე. ნერნსტი იყო მრავალი მევიერებათა აკადემიის წევრი, მათ შორის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1927). მიენიჭა ნობელიის პრემია (1920).

ძირითადი შრომები

Walther Nernst, "Reasoning of theoretical chemistry: Nine papers (1889-1921)" (Ger., Begründung der Theoretischen Chemie : Neun Abhandlungen, 1889–1921). Frankfurt am Main : Verlag Harri Deutsch, c. 2003. ISBN 3817132905

Walther Nernst, "The theoretical and experimental bases of the New Heat Theorem" (Ger., Die theoretischen und experimentellen Grundlagen des neuen Wärmesatzes). Halle [Ger.] W. Knapp, 1918 [tr. 1926]. [ed., this is a list of thermodynamical papers from the physico-chemical institute of the University of Berlin (1906–1916); Translation available by Guy Barr LCCN 27-2575

Walther Nernst, "Theoretical chemistry from the standpoint of Avogadro's law and thermodynamics" (Ger., Theoretische Chemie vom Standpunkte der Avogadroschen Regel und der Thermodynamik). Stuttgart, F. Enke, 1893 [5th edition, 1923]. LCCN po28-417

ნაშრომები

სტატია მომზადებულია მიერ