ნობელიანტები ქიმიაში

 

ჯორჯ სმიტი (George P. Smith )

 

დაბადება: 1941-03-10 (ნორვოლკი, კონექტიკუტი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: მისურის უნივერისტეტი (კოლუმბია, აშშ)

პრემია:2018

“პეპტიდებისა და ანტისხეულების ე.წ. „ფაგური ეკრანის“ მეთოდის შემუშავებასა და დახვეწაში“.

 

 

ევოლუციამ–სხვადასხვა გარემოში სახეობათა ადაპტაციამ–ცხოვრება გაამრავალფეროვნა. ჯორჯ სმიტმა ცილების შესაქმნელად, რომლებიც კაცობრიობის ქიმიურ პრობლემებს ჭრიან, სწორედ ეს პრინციპები გამოიყენა–გენეტიკური ცვლილებები და სელექცია. 1985 წელს მან ე.წ „ფაგური ეკრანის“ მეთოდი შეიმუშავა. სადაც ბაქტერიოფაგი–ვირუსი, რომელიც ბაქტერიას საკუთარი გენით აინფიცირებს, შესაძლოა ახალი ცილების მისაღებად იქნას გამოყენებული. ამ მეთოდის წყალობით ახალი მედიკამენტების მიღება გახდა შესაძლებელი.
2018 წელს ჯორჯ სმიტმა, გრეგორი უინთერთან და ფრენსის არნოლდთან ერთად, ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

 

ბიოგრაფია

ჯორჯ სმიტი დაიბადა ნორვოლკში (აშშ). იგი სწავლობდა ჰავერფორდის კოლეჯში, პენსილვანიაში, შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც 1970 წელს ბაქტერიოლოგიასა და იმუნოლოგიაში დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მედისონის ვისკოსინის უნივერსიტეტში ყოფნის შემდეგ, ჯორჯი კოლუმბიის მისურის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც იგი მთელი კარიერის განმავლობაში დარჩა. თუმცა 1983-1984 წლები მან დიუკის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც დაიწყო მუშაობა იმ თემაზე, რომლითაც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ