ნობელიანტები ქიმიაში
ჯონ გუდინაფი (John B. Goodenough )
დაბადება: 1922-07-25 (იენა, გერმანია)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი:
პრემია:2019
„ლითიუმ–იონის ელემენტის განვითარებისათვის“
ელექტრული ენერგიის ელემენტებში შენახვა მსოფლიოს ენერგომომარაგების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამ საკითხზე მუშაობამ მოუტანა ნობელის პრემია ჯონ გუდინაფს.
1976 წელს სტენლი ვაითინჰემმა შექმნა ლითიუმ–იონის პირველი ელემენტი. ანოდად მან გამოიყენა მეტალური ლითიუმი, ხოლო კათოდად ტიტანის დისულფიდის ფენები, რომელთა შორისაც ლითიუმის იონები იყო მოთავსებული.
გუდინაფი ვარაუდობდა, რომ კათოდს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ექნებოდა თუ მეტალის სულფიდის ნაცვლად, ის მეტალის ოქსიდისაგან იქნებოდა დამზადებული. 1979 წელს მან ელემენტში კათოდად კობალტის ოქსიდი გამოიყენა და ასე ელემენტი უკვე 4 ვოლტს გამოიმუშავებდა(2,5 ვოლტის ნაცვლად).
გუდინაფის მიერ განხორციელებულმა ცვლილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა უფრო მძლავრი ლითიუმ–იონის ელემენტის შექმნაში, რომელსაც დღეს ყოველდღიურობაში აქტიურად ვიყენებთ.
ამ მნიშვნელოვანი გამოგონებისათვის 2019 წელს სამმა მეცნიერმა, მათ შორის ერთ–ერთი ჯონ გუდინაფია, ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
1950–იან წლებში ჯონ გუდინაფმა აღმოაჩინა შემთხვევითი წვდომის მეხსიერება(RAM).
გუდინაფს ეკუთვნის მაგნიტური თეორიის რამდენიმე ფუნდამენტური წესი.
ბიოგრაფია
ჯონ გუდინაფი დაიბადა გერმანიაში,ქალაქ იენაში,ამერიკელი მშობლების ოჯახში. იენის უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მსახურობდა მეტეოროლოგად აშშ–ის არმიაში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჩიკაგოს უნივერსიტეტში,სადაც 1951 წელს ფიზიკის მაგისტრის,ხოლო 1952 წელს ფიზიკის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1952 წელს იგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ლინკოლნის ლაბორატორიის მკვლევარი გახდა.
1976 წელს გუდინაფი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ხემლძღვანელობდა არაორგანული ქიმიის ლაბორატორიას.
1986 წლიდან იყო ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი.
ჯონ გუდინაფი დაჯილდოვებულია მეცნიერების ეროვნული მედლით (2011 წელი), ჩარლზ სტარკ დრაიპერის პრემიით (2014 წელი), კოპლის მედლითა (2019 წელი) და ნობელის პრემიით (2019 წელი).
აღსანიშნავია,რომ ჯონ გუდინაფი ნობელის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული
ადამიანია,რომელსაც პრემია მიენიჭა.
ძირითადი შრომები
- Magnetism and the Chemical Bond (1963)
- Solid Oxide Fuel Cell Technology: Principles, Performance and Operations (2009, with Kevin Huang)
ნაშრომები
- Magnetism and the Chemical Bond (1963)
- Solid Oxide Fuel Cell Technology: Principles, Performance and Operations (2009, with Kevin Huang)
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ