ნობელიანტები ქიმიაში
თომას სტეიცი (Thomas A. Steitz )
დაბადება: 1940-08-23 (მილვეიკი, უისკონსინის შტატი,, აშშ)
გარდაცვალება: 2018-10-09
ალმა–მატერი: იელის უნივერსიტეტი, ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი.
პრემია:2009
"რიბოსომების სტრუქტურისა და ფუნქციის შესწავლისათვის"
ორგანიზმის საციცოცხლო ფუნქციებს მართავენ უჯრედთა რიბოსომებში წარმოქმნილი დიდი ზომისა და რთული შედგენილობის მქონე ცილების მოლეკულები. იქ, „ინფორმაციული რნმ“–დან მიღებული გენეტიკური ინფორმაცია ამინომჟავების ჯაჭვებად „ითარგმნება“, საიდანაც შემდეგ ცილები ყალიბდება.
რენტგენული კრისტალოგრაფიის სახელით ცნობილი მეთოდის გამოყენებით, თომას სტეიცმა და სხვა მკვლევარებმა 2000 წელს შეძლეს ასობით ათასი ატომისაგან შემდგარი რიბოსომის სტრუქტურის ასახვა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანტიბიოტიკების წარმოებაში.
2009 წელს თომას სტეიცს ადა იონათთან და ვენკატრამან რამაკრიშნანთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ბიოგრაფია
თომას სტეიცი დაიბადა მილვეიკში (აშშ). იგი სწავლობდა ლოურენსის უნივერსიტეტში (აპლეტონი,აშშ), შემდეგ სწავლა განაგრძო ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც 1966 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი ხელმძღვანელი ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი უილიამ ლიპსკომბი იყო. თომას სტეიცმა პოსტ–დოქტორულ კვლევაზე მუშაობა დაიწყო კემბრიჯის უნივერსიტეტის MRC მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში, რის შემდეგაც იგი იელის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, სადაც მან იმუშავა საკითხზე, რომელმაც ნობელის პრემია მოუტანა.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ