კახური ტრადიციული მეღვინეობა 12 ცინცაძის ქ., თბილისი (+995 32) 223 77 22 |
ჩვენს შესახებ კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის” ისტორია XIX საუკუნუს 80-იან წლებში გურიის სოფელ ასკანაში მცხოვრებ მეღვინეს, ანთიმოზ ჩხაიძეს, უკავშირდება, რომელმაც იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მარანი დააარსა და უნიკალური ღვინის - ჩხავერის დამზადება დაიწყო. მან ამ ღვინით სახელი გაითქვა არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის სახვადასხვა ქვეყანაშიც. მარნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრი 1880 წელით თარიღდება. საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით, 2001 წელს, მისმა შთამომავალმა - ზურაბ ჩხაიძემ კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა” დააფუძნა, რომელიც მეღვინეობის 8000-წლოვანი, ისტორიული ტრადიციების გამგრძელებელია. KTW-ს ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის ღვინის, ბრენდისა და ტრადიციული ჭაჭის წარმოება. კომპანია ფლობს ვენახებს რაჭა-ლეჩხუმში, საგარეჯოში (მანავი, ახაშენი, ვაჩნაძიანი), ყვარელსა (ახალსოფელი, თელავი, წინანდალი) და ქართლში (საგურამო). კომპანიის მრავალმხრივი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია მივიწყებული, ქართული ვაზის ჯიშების აღდგენა და შემდგომ ღვინის წარმოება. სწორედ ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ აღადგინა უნიკალური ყურძნის ჯიშები ილია ჭავჭავაძისეული ვენახებიდან, რომელთა მეშვეობითაც დღესდღეობით აქტიურად ამზადებს სხვადასხვა სახის ღვინოს ისტორიულ ,,გურამიშვილის მარანში“. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აქტიურად გადის ევროპის, აზიისა და დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე, არის ქართული ბრენდის წარმოებისა და გაყიდვების ლიდერი 2008 წლიდან - დღემდე; ფლობს ISO 22000-ის სტანდარტების შესაბამის ღვინის ქარხნებ სველისციხეში, მანავში, პატარძეულში, საგურამოსა და ქედაში. ისტორიულ ღვინის მარნებს - ,,გურამიშვილის მარანსა“ და ,,ველისციხის ვერანდას“. დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 500 წარმოებული პროდუქცია ღვინო საკვანძო სიტყვები |
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.