შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
რა არის ლაკმუსი?ივიკო ვასილევი
პასუხი:.
ლაკმუსი არის ბუნებრივი საღებარი, რომელსაც აქვს ინდიკატორული თვისება.
ქიმიურ ლაბორატორიაში გამოყენებული სტანდარტული ლაკმუსი არსებობს „ლაკმუსის ქაღალდის’’ სახით.
ლაკმუსი სუფთა სახით წარმოადგენს ნიშადურის სპირტის სუსტი სუნის მქონე მუქი ფერის მქონე ფხვნილს. იგი კარგად იხსნება სუფთა წყალში იისფერი შეფერილობის წარმოქმნით, მჟავა გარემოში (pH <5,5) ლაკმუსი იფერება წითლად, ხოლო ტუტეში (pH >8,3) –ლურჯად.
სხვა ინდიკატორებთან შედარებით ლაკმუსს ყველაზე ნაკლები ცდომილება აქვს.
ფაქტიურად ბუნებრივი ლაკმუსი წარმოადგენს 10–15 სხვადასხვა სუბსტანტის შენაერთს.
ლაკმუსის ძირითად კომპონენტებად ითვლება:
- აზოლიტმინი (C9H10NO5) –რომელიც შეიძლება ლაკმუსიდან ექსტრაქციით გამოიყოს და წარმოადგენს მჟავა–ტუტე ინდიკატორს;
- ერიტროლიტმინი (C13H22O6) –რომელიც ასევე ექსტრაქციით შეიძლება გამოიყოს ნარევიდან;
- სპანოლიტმინი;
- ლეიკოორცეინი;
- ლეიკაზოლიტმინი.
ლაკმუსის ქაღალდი გამოიყენება სარეაქციო არის შესამოწმებლად (მჟავა–ტუტე გარემო).
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლაკმუსისს წარმოება იყო მონოპოლი-ზირებული–უცნობი იყო მისი გამოყოფის მეთოდები.
პიგმენტის მიღების თანამედროვე მეთოდი დაპატენტებული იქნა ინგლისელი ქიმიკოსისს გ. გორდონის მიერ, რომელიც შემდგომში მდგომარეობს:
- მცენარეულ ნედლეულს აქუცმაცებენ და აძლევენ ფხვნილის სახეს;
- ფხვნილს ურევენ პოტაშისა და ამონიუმის კარბონატის წყალხსნარის სუსპენზიაში–ჰაერზე ფერმენტაციის მიზნით;
- ფერმენტაციის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს 3–კვირის განმავლობაში ნარევის შეფერილობა იისფერი ან ყავისფერიდან გადადიოდა მკვეთრ ლურჯ ფერში
- ნარევს ყოფენ საცერის საშუალებით, გამოყოფილი ხსნარი შეიცავს 90% ორცეინს და 8%–მდე ლაკმუსს
შეკითხვას პასუხობს: ასოც. პროფ. თამაზ ქარქუსაშვილი