შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
მაინტერესაბს, შესაძლებელია თუ არა ინდიკატორის დამზადება მცენარეებით და რა მცენარეები შეიძლება გამოვიყენო?სანდრო მესტვირიშვილი
პასუხი:.
მრავალი მცენარე მოიცავს პიგმენტებს, რომელიც მათ შეფერილობას განაპირობებს. ჩვენს გარშემო არაერთი ბოსტრეულის ან ხილის მოძებნა შეიძლება, რომელთა შეფერილობა გამოწვეულია პიგმენტების სპეციალური კლასის ანტოციანინების შემცველობით. ანტოციანინებს კი pH-ის მიმართ აქვთ მგრძნობიარობა.მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ რამდენიმე მათგანი:
- ჭარხალი - ტუტის ხსნარის მოწმედება ჭარხალზე ან მის წვენზე იწვევს ფერის ცვლილებას წითელიდან მეწამულში
- კერის ფხვნილი (ინდური საკაზმი) - მოიცავს პიგმენტს კურკუმინს და იცვლის ფერს ყვითელიდან (pH 7.4) წითელში (pH 8.6)
- ნემსიწვერას ფურცლები (გერანი) - მჟავა ხსნარში აქვს მონარინჯისფერო-წითელი, ხოლო ტუტე არეში - ლურჯი შეფერილობა
- წითელი და ვარდისფერი ყურძენი მოივაცს მრავალ ანტოციანინს. ლურჯი ყურძენი შეიცავს მალვიდინის მონოგლუკოზიდს, რომელიც ფერს იცვლის მუქი წითელიდან (მჟავა არე) იისფერში (ტუტე არე)
- ცხენისწაბლას ფოთლებიდან სპირტით შესაძლებელია ფლოურესცენტული საღებრის ესკულინის ექსტრაცია. ესკულინი არის უფერული pH 1.5-ზე, მაგრამ ლურჯ ფერში იწყებს ნათებას pH 2-ზე.
- პეტუნიას ფურცლები - შეიცავს ანტოციანინს პეტუნინს და მოწითალო-მეწამულიდან ფერს იცვლის იისფერში ტუტე არეში გადაყვანით.
- ვარდის ფურცლები, წითელი ფერიდან გადადის ლურჯში ტუტე არეში მოხვედრისას
- გარდა ჩამოთვლილი მცენარეებისა ინდიკატორული თვისებებით ხასიადებიან ჩაი, ტიტა, ია და ა.შ.
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი