შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობა. მაინტერესებს катионий ПАВ-ის შესახებ. ასევე მაინტერესებს რომელი კატიონი პავ-ია შესაძლებელი შევიძინო ქართულ ბაზარზე და რომელია უფრო ადვილად ხელმისაწვდომი. დიდიდ მადლობა ყურადღებისათვის...ჯაბა დავითაძე
პასუხი:.
ზედაპირულად აქტიური ნაერთები (ზან) შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: ანიონური, არაიონურ და კატონურ ზან-ებად.
კატიონური ზან-ებში მოლეკული სჰიდროფილური ფრაგმენტი დადებითად არის დამუხტული. მისი ტიპიური მაგალითია ტრიმეთილალკილამონიუმის ქლირიდები, ბენზალკონიუმისა და ალკილპირიდინიუმის ქლორიდები და ბრომიდები.
ზან-ების ტექნოლოგიაში აღნიშნულ ნაერთებს უწოდებენ „quats“-ებს, რადგან მოიცავენ ქვატერნიზირებულ ამონიუმის იონს.
კატიონური ზან-ები გამოიყენება ანიონურ და ნეიტრალურ ზან-ებთან კომბინაციაში. როგორც წესი, საპნები და სხვა გამრეცხი საშუალებები მხოლოდ კატიონურ ზან-ებზე არ მზადდება. მათი თანაფარდობა სხვა ტიპის ზან-ებთან დამოკიდებულია გამრეცხი საშუალების დანიშნულებასა და რეცხვის რეჟიმებზე. არა სწორმა კომბინაციამ შეიძლება საპნის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამციროს.
რაც შეეხება მათ ხელმისაწვდომობას ქართულ ბაზარზე... დღეისათვის საქართველოში მათი პოტენციური გამომყენებელი საწარმო „ბერტაა“.
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი