შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
ჩავატარე მარილიანი წყლის ელექტროლიზი, ანოდად და კათოდად გამოვიყენე რკინა. მინდოდა მიმეღო რკინის ქლორიდი. ნახევარ საათში ქვემოთ დაილექა მწვანე ფერის ფხვნილი, რკინაზე შავი ფერის ფხვნილი ხოლო მაღლა წარმოიქმნა სტაფილოსფერი ფხვნილი. რა მარილები შეიძლება იყოს ესენი?სანდრო მესტვირიშვილი
პასუხი:.
რკინას ელექტროდად არ იყენებენ, მით უმეტეს ანოდად; ამასთან არ უთითებთ რომელი მარილის წყალხსნარზეა საუბარი. თუ მხედველობაშია სუფრის მარილი, მაშინ ელექტროდებად რკინის ღეროების (ფირფიტების) გამოყენების შემთხვევაში კათოდზე ადგილი ექნება წყლის დაშლას
2H2O + 2e = 2OH- + H2
ხოლო ანოდზე დაიშლება რკინა
Fe – 2e = Fe2+
შედეგად ადგილი ექნება რკინის (II) ოქსიდის გამოლექვას რეაქციით
Fe2- + 2OH- = Fe(OH)2
რომელიც მომწვანო ფერისაა და ალბათ დაილექება ჭურჭლის ფსკერზე.
ანოდის ზედა ნაწილი ჰაერთან შეხებაშია და ალბათ ადგილი ჰქონდა რკინის (III) ჰიდროქსიდის მიღებას რეაქციით
4Fe(OH)2 + 2H2O + O2 = 4Fe(OH)2
რადგან ტენიან ჰაერში ადვილად იჟანგება Fe(OH)2 და გადადის Fe(OH)2-ში. სტაფილოსფერის მიღებაც ამით უნდა იყოს გაპირობებული. შავი ფერის ფხვნილის მიღებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა; თუმცა ორ- და სამვალენტიანი ფკინის ჰიდროქსიდების გამყოფ ზღვარზე გვექნება მათი ნარევი,რამაც ალბათ გამოიწვია ფერთა შეხამება და შესაბამისად შავი ფერის მიღება.
შეკითხვას პასუხობს: პროფ. მარლენ მჭედლიშვილი