შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
ცნობილია, რომ თბოელექტროსადგურების ნარჩენი აირებიდან SO2 მოცილების ერთ-ერთი საშუალებაა ამ აირების გატარება H2S–ის წყალხსნარში. ამ დროს წარმოიქმნება მარტივი ნივთიერება გოგირდი. როგორ შევადგინო შესაბამისი რეაქციის პირობა? და როგორ გამოვთვალო რა მოცულობის H2S იქნება საჭირო 1 ტ ნახშირის შედეგად წარმოქმნილი აირებიდან SO2 -ის მოაცილებლად, თუ ნახშირი მინარების სახით 3.5% გოგირდს შეიცავს. წინასწარ დიდი მადლობა.დიანა ზაქარაძე
პასუხი:.
გოგირდწყალბადსა და გოგირდს შორის მიმდინარეობს ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია, რომელიც გამოისახება განტოლებით:2 H2S + SO2 → 3 S + 2 H2O
იმისათვის, რომ გავიგოთ რა მოცულობის H2S-ია საჭირო 3.5% გოგირდის შემცველი 1 ტ ნახშირის წვისას გამოყოფილი SO2-ის აღსადგენად თავისუფალ გოგირდამდე, ჯერ უნდა განისაზღვროს 1 ტ ნახშირში არსებული გოგირდის მასა (კგ) და მისგან მიღებული SO2-ის რაოდენობა რეაქციით:
საიდანაც გამომდინარეობს:
X1=(3.5x1000):100=35 კგ
X2=(22.4x35):32=24.5 მ3
ამის შემდეგ ვსაზღვრავთ 24.5 მ3 SO2-ის აღსადგენად საჭირო H2S-ის რაოდენობას:
X=(2x22.4x24.5):22.4=49.0 მ3 H2S
შეკითხვას პასუხობს: პროფ. მარლენ მჭედლიშვილი