ეს საინტერესოა

 

პიროლიზინი - 22-ე ამინომჟავას ბიოლოგიური სინთეზი

ყველა ცნობილი ცილა პრაქტიკულად წარმოადგენს ოცი ამინომჟავას ბიოქიმიური კონდენსაციის შედეგად მიღებულ პროდუქტებს. მეოთხედი საუკუნის წინ 25 მკვლევარმა აღმოაჩინა ოცდამეერთე პროტეინოგენური ამინომჟავა - სელენოცისტეინი, და დაახლოებით ათი წლის წინ - ოცდამეორე - პიროლიზინი.

დღემდე, მკვლევარებს არ ქონდათ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ წარმოიქმნებოდა უჯრედში ასეთი უჩვეულო სამშენებლო ბლოკი, თუმცა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ იმ ძირითადი ფერმენტის აღნაგობა, რომელიც მონაწილეობს პიროლიზინის ბიოსინთეზში.

ცილები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესების აბსულუტურ უმრავლესობაში. ცილების აღნაგობა მეტად მრავალფეროვანია, მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა მიმოცვლაში მონაწილეობს დაახლოებით ასეულ ათასი სხვადასხვა ტიპის ცილა, რომელთა უმრავლესობა ოცი ამონომჟავას ნაშთიდანაა წარმოქმნილი. მხოლოდ ცილების მცირე ნაწილი, რომელიც მეტაბოლიზმის ნატიფ პროცესებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თავის შემადგენლობაში მოიცავს ძლიან იშვიათი 21-ე ამინომჟავას სელენოცისტეინის ნაშთს, რომელიც პირველად აღმოჩენილ იქნა 1986 წელს.

ბიოქიმიკოსებისათვის სიურპრიზს წარმოადგენდა 2002 წელს აღმოჩენილი ოცდამეორე პროტეინოგენური ამონომჟავა - პიროლიზინი, რომელიც გამოყოფილ იქნა მეთანით მსუნთქავი ბაქტერიის -არხეადან Methanosarcinaceae-ის ოჯახიდან. ამ ორგანიზმების გენეტიკური კოდი ტრანსლაციის პროცესში იძლევა საშუალებას ცილის მზარდ ჯაჭვში ჩააშენოს პიროლიზინი. პიროლიზინის შემცველი ბაქტერიები ცილებს გამოიყენებენ ენერგეტიკული მიმოცვლის პროცესებში. პიროლიზინი, ფუნქციონალური ცილების კატალიზურად აქტიურ ცენტრშია განლაგებული და პასუხისმგებელია მათ მუშაობაზე, პიროლიზინის არ არსებობის შემთხვევაში Methanosarcinaceae-თვის ენერგეტიკული მიმოცვლა მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

 

სრულად

 

წყარო:AngewandteChemie, DOI:10.1002/ange.201106765

 

გამოქვეყნებულია: 08-07-2013