ეს საინტერესოა

 

როგორ მოქმედებენ ფერმენტები მოლეკულების კონფიგურაციაზე

ზოგიერთი ანტიბიოტიკი ბაქტერიებს აუვნებელყოფს ფერმენტების ინჰიბირების ხარჯზე, რომლებიც მიკროორგანიზმების მიერ გამოიყენება საკუთარი უჯრედის კედლის ჩამოსაყალიბებლად. ზოგიერთი ბაქტერიისათვის უჯრედის კედლის ფორმირება დაფუძნებულია ალანინრაცემაზის ფერმენტის ზემოქმედებაზე, რომელიც ხელს უწყობს L-ალანინის მის ენანტიომერად D-ალანინში გარდაქმნას.

ფრანგმა მკვლევარებმა შეძლეს შეემუშავათ მეთოდი, რომელიც ეფუძვნება ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის გამოყენებას, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ფერმენტის აქტიურობის მონიტორინგი რეალურ დროში. მკვლევარების თქმით, უფრო სრული ინფორმაცია ალანინრაცემაზის მოქმედების მექანიზმზე შეიძლება იყოს საფუძველი ახალი თაობის ანტიბიოტიკების შესაქმნელად.

ამჟამად, მკვლევარები სწავლობენ ამ ფერმენტების კატალიზური ზემოქმედებით მიმდინარე რეაქციების კინეტიკას, განსაზღვრავენ წრიული დიქროიზმის გამოყენებით შეცვლილი კონფიგურაციის მქონე პროდუქტის კონცენტრაციას, ამასთან ამ ტიპის გაზომვებისათვის პერიოდულად აუცილებელია სარეაქციო ნარევიდან სინჯის აღება და მისი ანალიზი - ასეთი პრაქტიკა არ იძლევა რეაქციის მონიტორინგის უწყვეტ რეჟიმში განხორციელების საშუალებას. რეალურ დროში პროცესზე დაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ ბმრ მეთოდის საშუალებით, თუმცა ბირთვულ მაგნიტურ რეზონანს არ შეუძლია განასხვავოს ალანინის ერთი ენანტიომერი მეორისაგან.

 

სრულად

 

წყარო:Anal. Chem., DOI: 10.1021/ac4004002; [2] Chem. Commun., DOI: 10.1039/C1CC15097A

 

გამოქვეყნებულია: 27-06-2013