რატომ ვერ მიიღო შვედმა ქიმიკოსმა შეელემ გრაფის ტიტული

შვედეთის მეფეს გუსტავ III-ს პარიზში სტუმრობისას სამეფო კარზე მეცნიერთა ჯგუფი წარუდგინეს. მათ დიდი პატივით მოიხსენიეს შვედი ქიმიკოსი კარლ ვილჰემ შეელე, რომელმაც არაერთი ორგანული და არაორგანული ნაერთი აღმოაჩინა. გუსტავ III-ს შეელეს შესახებ არაფერი სმენოდა და ამიტომ დელეგაციას მხოლოდ ზოგადი ფრაზებით პასუხობდა. სამეფოში დაბრუნებისთანავე კი ბრძანება გასცა, შეელესათვის გრაფის ტიტული მიენიჭებინათ, მაგრამ პრემიერ მინისტი, რომელსაც დაევალა განკარგულების სისრულეში მოყვანა, ასევე არ იცნობდა შეელეს. შედეგად კი გრაფის ტიტული სხვა კარლ შეელეს მიანიჭეს, არტილერიაში ლეიტენატად მსახურობდა, ქიმიკოსი შეელე კი ისევ უცნობი დარჩა მეფისათვის.

მასალა მომზადებულია გიორგი კოტორაშვილის მიერ




წყარო:

გამოქვეყნებულია: 23-01-2016






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას