სიახლეები

 

რეგისტრაცია დაიწყო

ეროვნული სასწავლო მე-2 ოლიმპიადა ქიმიაში „ზურგჩანთა“ აცხადებს რეგისტრაციას.

ოლიმპიადის მიზანია:

  • ქიმიის საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება;
  • ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის;
  • სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
  • საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეთა მომზადების პროგრამის მხარდაჭერა.

 

ოლიმპიადა ჩატარდება 3 ტურად, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:    მე-8 კლასი,     მე-9 კლასი,  მე-10 კლასი და   მე-11-12 კლასები.

 

ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება ონლაინ - მონაწილეები დამოუკიდებლად ხსნიან ამოცანებს ვებ პლატფორმის საშუალებით.

ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება დისტანციურად - მონაწილეები ხსნიან ამოცანებს ვებ პლატფორმის საშუალებით, თუმცა პარალელურად ჩართულნი არიან zoom პლატფორმით ოლიმპიადის ორგანიზატორებთან.

მესამე ტური ჩატარდება დასწრებულად.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2023 წლის 10 მარტი.

 

დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ იხილეთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://chemistry.ge/school/olympiada

 

 

გამოქვეყნებულია: 03-12-2022