მნიშვნელოვანი თარიღები
01-12-2022 - რეგისტრაციის დაწყება
15-03-2023 - რეგისტრაციის დასრულება
30-03-2023 - I ტური (VIII და IX კლასები)
19-03-2023 - I ტური (X-XII კლასები)
22-04-2023 - II ტური (VIII და X კლასები)
22-04-2023 - II ტური (IX, XI და XII კლასები)
მიმდინარე შედეგები
არქივი
ოლიმპიადა
ქიმიის ეროვნული ოლიმპიადა "ზურგჩანთა" არის მრავალსაფეხურიანი კონკურსი, რომლის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ქიმიის საგნის პოპულარიზაცია და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
ოლიმპიადა გაძლევთ შესაძლებლობას:
- გამოსცადოთ საკუთარი თავი როგორც ქიმიის საკითხების ღრმა ცოდნაში, ისე კრიტიკულ აზროვნებაში.
- მიიღოთ მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად.
- განივითაროთ პრობლემის გადაჭრის კრიტიკული უნარები და გამოსცადოთ თქვენი ცოდნა ახალ, რეალურ სიტუაციებში.
გაიერეთ რეგისტრაცია
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია, რადგან საგამოცდო ტურებზე დაიშვებიან მხოლოდ ავტორიზებული პირები. რეგისტრაცია უფასოა. გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გავლა საჭიროა მხოლოდ ერთხელ. ოლიმპიადის შემდეგ ტურებში გადასვლის შემთხვევაში გაივლით მხოლოდ ავტორიზაციას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც ირიცხება საჯარო ან კერძო სკოლაში. ონლაინ სკოლის „ზურგჩანთა“ მოსწავლეობა არ არის სავალდებულო.
რომელი ასაკობრივი ჯგუფებისათვის ტარდება ოლიმპიადა?
ოლიმპიადა ტარდება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში: მე-8, მე-9, მე-10 და მე-11-12 კლასის მოსწავლეებსათვის. ასაკობრივი ჯგუფის შერჩევა დამოკიდებულია აპლიკანტის არჩევანზე. შესაბამისად, ქვედა კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზედა ასაკობრივი ჯგუფის ტურში.
როგორი ფორმატით ტარდება ოლიმპიადა?
ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება ონლაინ - მონაწილეები დამოუკიდებლად ხსნიან ამოცანებს ვებ პლატფორმის საშუალებით
ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება დისტანციურად - მონაწილეები ხსნიან ამოცანებს ვებ პლატფორმის საშუალებით, თუმცა პარალელურად ჩართულნი არიან zoom პლატფორმით ოლიმპიადის ორგანიზატორებთან
მესამე ტური ჩატარდება დასწრებულად.