სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ქიმიაში „ზურგჩანთა“

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა (გრანტი # SPG-21-622) და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაფუძნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ქიმიაში „ზურგჩანთა“.

ოლიმპიადის მიზანია:

  • ქიმიის საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება;
  • ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის;
  • სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
  • საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეთა მომზადების პროგრამის მხარდაჭერა.

 

ოლიმპიადა ჩატარდება 3 ტურად, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:    მე-8 კლასი,     მე-9 კლასი,  მე-10 კლასი და   მე-11-12 კლასები.

 

ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება ონლაინ - მონაწილეები დამოუკიდებლად ხსნიან ამოცანებს ვებ პლატფორმის საშუალებით.

ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება დისტანციურად - მონაწილეები ხსნიან ამოცანებს ვებ პლატფორმის საშუალებით, თუმცა პარალელურად ჩართულნი არიან zoom პლატფორმით ოლიმპიადის ორგანიზატორებთან.

მესამე ტური ჩატარდება დასწრებულად.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2022 წლის 11 მარტი.

 

დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ იხილეთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://chemistry.ge/school/olympiada

 

გამოქვეყნებულია: 23-02-2022


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები