სპქა-მ დაიწყო შეხვედრების მეორე ციკლი საჩხერის რეგიონში

2 მარტს სპქა-მ დაიწყო შეხვედრების მეორე ციკლი ჭიათურის რაიონის პედაგოგებთან, რომელსაც კვლავ სსიპ ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის # 2 საჯარო სკოლა მასპინძლობდა. შეხვედრას უძღვებოდა დოქტორი თეა მათითაიშვილი



მასწავლებლებმა დიდი მონდომებით ჩაატარეს დაგეგმილი ქიმიური ექსპერიმენტები და გაანალიზეს მიღებული შედეგები. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მათთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია, რადგან მარტივი და ხელმისაწვდომი რესურსებით შეძლებენ საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარებას, რაც დააინტერესებს მოსწავლეებს და გაზრდის მათ მოტივაციას და ინტერესს ქიმიის სწავლებისადმი.



სამუშაო შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის: ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი“ ფარგლებში.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა

  

გამოქვეყნებულია: 13-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას