ქიმიის მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა.

16 თებერვალს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა ქიმიის მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრების პირველი ციკლი 12:00 საათზე დაიწყო და სამ პარალელურ ჯგუფში მიმდინარეობდა (მენტორები ნათია ოჩხიკიძე, თეა მათითაიშვილი და ელიზბარ ელიზბარაშვილი).


შეხვედრის დასაწყისი მიეძღვნა პროექტის მიზნებს და ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბებისა და შემდგომი ფუნქციონირების სტრატეგის განხილვას.


შემდგომ ფასილიტატორმა მონაწილეებს გააცნეს ექსპერიმენტის თემატიკა და ინსტრუქციები. პედაგოგები დაიყვნენ 2-2 წევრიან ჯგუფებად და დამოუკიდებლად ჩაატარეს ორგანული სინთეზი. დღეს შერჩეული ამოცანები იყო სპირტების ჰალოგენირება და ესტერიფიკაცია.


ჯგუფებში ექსპერიმენტი ჩატარდა წარმატებულად. ყველა მონაწილე იყო აქტიური და მოტივირებული. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ითვალისწინებდა მასწავლებელთა მოთხოვნებს და საჭიროებებს. რაც იმის წინაპირობაა, რომ ისინი თავიანთი სკოლებში, სამომავლოდ ამ ტიპის ექსპერიმენტებს წარმატებულად დანერგავენ კლუბური მუშაობის დროს.

მიმდინარე შეხვედრები ტარდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში, დარგის პოპულარიზაციისა და ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაძლიერების მიზნით.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

  

გამოქვეყნებულია: 09-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას