გამოფენა "კერამიკის სამყარო იაპონური მოტივებით"

იაპონური კულტურის საღამოს ფარგლებში 2011 წლის 8 დეკემბერს 18.00 საათზე ეროვნულ პარლამეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ეკა ხარაშვილის კერამიკული ნამუშევრების გამოფენა "კერამიკის სამყარო იაპონური მოტივებით"

მცირე ინფორმაცია ავტორის შესახებ

ეკა ხარაშვილი – კერამიკოს-ტექნოლოგი

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

განათლება

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით;

სპეციალობა – სილიკატების ტექნოლოგია, კვალიფიკაცია - ინჟინერ-ტექნოლოგი

სამეცნიერო ხარისხი - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაცია დაცულია მოსკოვის მენდელეევის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტში

ჯილდოები - სამკერდე ნიშანი ,,სსრკ-ს გამომგონებელი”, მრავალი სიგელი და დიპლომი ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობისათვის

გამოფენებში მონაწილეობა

  • საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, საფრანგეთი, ბელგია, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია
  • 2007, 2009 – US Embassy , თბილისი.

საწარმოო დანერგვები

  • საქართველო (თბილისი, საქართველოს რეგიონები: დასავლეთი-აღმოსავლეთი);
  • ესტონეთი-ტალინი (ესტონეთის ნედლეულის გამოყენებით კერამიკული მასების და ფერადი ჭიქურების შედგენილობის რეცეპტურის დანერგვა);
  • 1989წ. ლიტვა-კაუნასი (შავი ფერის ჭიქურის დანერგვა ფირმა ,,ესია”-ში მათივე მოთხოვნით), რამაც საფუძველი დაუდო და გზა გაუკაფა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის თანამშრომლებსა და სტუდენტებს სტაჟირებისა და საწარმოო-ტექნოლოგიური პრაქტიკის ჩატარებისათვის მრავალი წლის მანძილზე.

აპრობაცია საუკეთესო დახასიათებით

  • 1973-1990 დულევოს ფაიფურის და საღებავების ქარხანა (მოსკოვის ოლქი);
  • ლომონოსოვის ფაიფურის ქარხანა (სანკტ-პეტერბურგი),
  • კიევის ექსპერიმენტალური კერამიკული ქარხანა.

დამუშავებული მეცნიერული თემატიკა

ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით:

  • მაღალტემპერატურიანი ჭიქურქვედა კერამიკული პიგმენტები ფაიფურისათვის;
  • კერამიკული მასა;
  • ჭიქურები – ფერთა ფართო პალიტრა;
  •  
  • ჭიქურები უტყვიო _ კერამიკის სხვადასხვა სახეობისთვის.

 

ახალი ტექნოლოგია კერამიკაში

არატრადიციული ნედლეულის –ქათმის და სირაქლემის კვერცხის ნაჭუჭის გამომწვარი ფხვნილის გამოყენებით მიღებულია კერამიკული პიგმენტები უნაზესი ელფერებით, მასა და ჭიქურები.

გამოგონებები დაცულია საავტორო მოწმობებით

 

ახალი მიმართულება კერამიკის დეკორირებისათვის

შემუშავებულია საავტორო ორიგინალური მხატვრულ-ტექნოლოგიური სტილი კერამიკის დეკორირებისათვის.

საავტორო დატანების ტექნიკით, ჟანრისათვის - ფერწერა კერამიკაზე – ფუნჯი, ნემსი. გამოწვის შემდეგ ნახატზე ჩნდება ახალი დეკორი ფრაქტალთა გეომეტრიიდან – გატეხილი, არარეგულარული ფიგურები, რომელთა გარკვეული ნაწილი მეორდება ისევ და ისევ, ცვლილება – მხოლოდ ზომებშია. ფრაქტალებს აქვთ თავიანთი ,,კოდი”- თვითმსაგავსობის პრინციპია. ორიგინალურია.




  

გამოქვეყნებულია: 20-12-2011




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას