სიახლეები

 

ლავუაზიეს წრე - II ტური

13 აპრილს კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის ლავუაზიეს წრის პირველი და მეორე ტური ჩატარდა.

ქიმიის ტურში გუნდებმა შეასრულეს 3 დავალებას მიცემული ინსტრუქციების მიხედვით:

პირველ დავალებაში გუნდებმა დაამზადეს ინდიკატორი წითელი კომბოსტოსგან და მისი საშუალებით 3 უცნობი ხსნარიდან (მჟავა, ტუტე, წყალი) ამოიცნეს ტუტის ხსნარი.

მეორე დავალებაში გუნდებმა შაბიამნის და წინა დავალებაში ამოცნობილი ტუტის ხსნარის საშუალებით 3 უცნობი ხსნარიდან (გლუკოზა, საქაროზა, წყალი) ამოიცნეს გლუკოზას ხსნარი.

მესამე დავალებაში გუნდებმა გამოიყენეს წინა დავალებებში ამოცნობილი ტუტის და გლუკოზას ხსნარები, ასევე ინდიგოკარმინი და მათი საშუალებითდაამზადეს სითხე, რომელიც დაყოვნებისას ყვითლდება, ხოლო შენჯღევისას ჯერ წითლდება, შემდეგ კი მწვანდება.

ბიოლოგიის ტურში გუნდებმა შეასრულეს ასევე 3 დავალება მიცემული ინსტრუქციების მიხედვით:

პირველ დავალებაში გუნდებს უნდა ამოეცნოთ ადამიანის სისხლი. მეორე დავალებაში უნდა დაედგინათ მოცემული სისხლის ჯგუფი და რეზუსი. მესამე დავალებაში უნდა შეესრულებინათ თითის მიკროფლორის იდენტიფიცირება.

 

 

გამოქვეყნებულია: 12-05-2014