სიახლეები

ელიზბარ ელიზბარაშვილი - ნეტავი გამაგებინა...

ჩემი მამაპაპისეული სახლი მთაში დგას, არაგვის პირას. ერთ დროს დიდ, მჭიდროდ დასახლებულ სოფელში დღეს თითო-ოროლა სახლიღა შემორჩენილა და იმათგანაც ზამთრობით სულ რამდენიმედან ამოდის კვამლი. ჩვენი სახლის უკან უზარმაზარი მთა დაყუდებულა. მახვილი თვალი უნდა გქონდეს, მის წვერზე შავ წერტილად დაჩნეული მთაწმინდის სალოცავი შეამჩნიო. არაგვის პირას მდგომს გეჩვენება, რომ მთის წვერს ცა გაუპია და მზემდე აწვდილა. ისიც, სხვა მთებივით, ხან შუბლმკერდგადაწმენდილი დასცქერის არაგვის ჭალებს, ხანაც „ჰყუდავ ჩაღრუბლული".

მთაწმინდის წვერს არაგვსა და ქალაქთან საცალფეხო ბილიკი აკავშირებს. მისი მწვერვალისკენ მიმავალი გზა აღმართით იწყება. სულ რამდენიმე ნაბიჯი და ნახევარ სოფელს ზევიდან გადმოჰყურებ. თვალი ძალაუნებურად ქვევით გაგირბის. რამდენიმე ძველებურ სახლთან ერთად მრავლად მოჩანს ჩამოშლილ-ჩამონგრეული მშრალი ყორის კედლები. ერთ-ერთ მათგანს კანცელარიად მოიხსენიებენ - რუსის პრისტავი მჯდარა თავისი ჩაფრებიანად ნიკოლოზის დროს...

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

გამოქვეყნებულია: 06-05-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები