სიახლეები

ლავუაზიეს წრე- 2014

თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა, თუ გსურს გახდე საინტერესო და ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი, და ხარ აბიტურიენტი, აგრარული უნივერსიტეტი სპეციალურად შენთვის აწყობს კონკურსს - ლავუაზიეს წრე.

კონკურსი გუნდურია და 3 ტურად ტარდება. შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან. თუ თქვენ უკვე ხართ ორნი, ჩვენ დაგეხმარებით გიპოვოთ მესამე თანაგუნდელი.

ლავუაზიეს წრის პირველი ტური გაიმართება 2014 წლის 6 აპრილს.

მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი და სასწავლო ვაუჩერი ოთხი წლისგანმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

4900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს

2940 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა II-III ადგილზე გასულ მონაწილეებს

1200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა ფინალში გასულ მონაწილეებს

800 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა მე-2 ტურში გასულ მონაწილეებს

400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა კონკურსის ყველა მონაწილეს

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტის ფიზიკის და მათენატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ონლაინ-რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 აპრილამდე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 1 გამარჯვებული, 3 მეორე და 5 მესამე ადგილზე გასული გუნდი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე

 

გამოქვეყნებულია: 30-04-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები