სიახლეები

განათლების საერთაშორისო გამოფენა - 2014

2014 წლის 14 თებერვალს ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოედგენილი იქყო არაერთი სახელმჭიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებელი, როგორც საქართველოდან, ისე ევროპიდან. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებიდან ქიმია თვალსაჩინოდ მხოლოდ აგრარულ უნივერსიტის მიერ იყო წარმოდგენილი. სტუდენტების მიერ ნაჩვენები იყო სხვადასხვა სახის ქიმიური ექსპერიმენტები.

ღონისძიების მსვლელობისას პავილიონს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი ეწვია. განათლების გამოფენით დაინტერესებულ აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ პირადად დაესვათ შეკითხვები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სკოლებისა და ფაკულტეტების წარმომადგენლებისათვის და დაეთვალიერებინათ ჩვენ მიერ წარმოდგენილი სტენდები.

გამოფენაზე გარდა ქიმიისა, წარმოდგენილია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ყველა მიმართულება. დღეს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა გაიმარჯვეს ნომინაციებში „ყველაზე ინოვაციური და ყველაზე ინტერაქტიული" სტენდი.









 

გამოქვეყნებულია: 05-03-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები