ირმა ლაგვილავა - ლუმინესცენციის ფენომენი

ლუმინესცენცია, ეს არის ნივთიერების ნათება, რომელიც წარმოიქმნება ნივთიერების მიერ აღმგზნები ენერგიის შთანთქმის შემდეგ. მოცემულ ტემპერატურაზე სხეულის სითბურ გამოსხივებასთან შედარებით წარმოადგენს ჭარბ გამოსხივებას. ლუმინესცენციის ხანგრძლივობა (10-1 0 წმ-დან რამოდენიმე საათამდე) აღემატება სინათლის რხევის პერიოდს. ლუმინესცენცია შეინიშნება ხილულ, უი და იწ უბნებში, ხანმოკლე ლუმინესცენციას, რომლის ჩახშობაც ხდება აღგზნების შეწყვეტისთანავე ე.წ. ფლუორესცენცია, ხოლო შედარებით ხანგრძლივ ლუმინესცენციას, რომელიც გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში აღგზნების შემდეგ - ფოსფორესცენციას უწოდებენ. დროებითი ზღვარის გავლება ლუმინესცენციის ამ სახეებს შორის ზუსტად შეუძლებელია. ნივთიერებებს, რომელთაც აქვთ ლუმინესცირების უნარი, სხვადასხვა სახის აღმგზნები ენერგიის ზემოქმედების შედეგად, უწოდებენ ლუმინოფორებს. ცნობილია ლუმინოფორების ორი ტიპი: ორგანული (ორგანო ლუმინოფორები) და არაორგანული (კრისტალოფოსფორები) ლუმინოფორები. კრისტალოფოსფორების ლუმინესცენციას განსაზღვრავს მათი კრისტალური მესრის აღნაგობის თავისებურებები, რომელთა რღვევა იწვევს ლუმინესცენციის შეცვლას ან გაქრობას. ორგანოლუმინოფორების ლუმინესცენციაზე პასუხისმგებელია ინდივიდუალური მოლეკულის სტრუქტურა. ამიტომ ნივთიერების გადაყვანა მყარი კრისტალური მდგომარეობიდან ნალღობში ან ორთქლში, ან კიდევ მისი გალღობა უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს ლუმინესცენციის გაქრობას.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ "ქიმიის უწყებანის" ვებ-გვერდზე

  

გამოქვეყნებულია: 29-07-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას