სტუმრები

დღეს ჩევნი სტუმარია ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-8-1 კლასის მოსწავლე დეა გორაძე.



 

 

საინტერესო გაკვეთილების მოსმენა და დავალებების გაკეთება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და სახალისოა

- მოგესალმებით დეა.  გაგვეცანით  და მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ.

მე ვარ დეა გორაძე. დავიბადე ქალაქ ბათუმში. ვსწავლობ ბათუმის 8-ე საჯარო სკოლაში, ვარ მერვე კლასში. მიყვარს ქიმია, მუსიკა და ცურვა.

 

- დღეს ქიმიის საგნით ნაკლებად ინტერესდებიან მოსწავლეები. სამწუხაროდ, ხშირად თავს არიდებენ მის საფუძვლიანად შესწავლას. საინტერესოა, თქვენ რატომ ან როდის დაინტერესდით ქიმიის დისციპლინით?

ზოგადად, ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ქიმია. ბავშვობაში მქონდა ნორჩი ქიმიკოსის სათამაშო ნაკრები, რისი მეშვეობითაც ვატარებდი ცდებს. შემდეგ უფრო ღრმად დავინტერესდი ამ საგნით. როცა ქიმიის სკოლაში სწავლა დავიწყე, მისდამი სიყვარული უფრო გამიღრმავდა.

 

- ძალიან საინტერესოა.  ნორჩი ქიმიკოსი ყოფილხართ უკვე. შეგიძლიათ გვითხრათ, ჩვენი ონლაინ სკოლის შესახებ როგორ შეიტყვეთ ან რტომ გადაწყვიტეთ ჩვენთანაც სწავლა?

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთის“ შესახებ ინფორმაცია ჩემი კლასელის მშობლისგან გავიგე. ძალიან დამაინტერესა და გამიხარდა ასეთი პროექტის არსებობა და მაშინვე  დარეგისტრირდი.

 

- დიდი მადლობა ჩვენდამი ნდობისათვის. მაგრამ გულახდილად გვითხარით, რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი ონლაინ სკოლა „ზურგჩანთამ“?

დიახ, სკოლამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მოსიყვარულე და საუკეთესო მასწავლებლებთან ურთიერთობა, საინტერესო გაკვეთილების მოსმენა და დავალებების გაკეთება  ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და სახალისოა.

 

- კეთილი.  ჩვენთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება. მაგარმ ასევე გვაინტერესებს, რამდენად გადგება აქ მიღებული ცოდნა ჩვენი სკოლის გარეთ?

აქ მიღებული ცოდნა სასკოლო გარემოში ძალიან გამომადგა, ფაქტობრივად ახალ მასალას უკვე მომზადებული შევხვდი სკოლაში, რამაც ხელი შეუწყო ჩემს აქტიურობას კლასში.

 

- და ბოლოს კიდევ ერთი თხოვნა გვექნება თქვენთან.  რას ურჩევდით ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას“?  ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა თქვენი წინადადება და რეკომენდაცია, რადგან ჩვენი ძირითადი კრედო მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლის ჩამოყალიბებაა.

ჩემი მადლიერება მინდა გამოვხატო,  ასეთი საინტერესო გაკვეთილებისთვის. ვისურვებდი, ისევ გაგრძელდეს და ჩატარდეს ბევრი აქტივობა თუ ოლიმპიადა.

 

- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 17-04-2022